შინაარსზე გადასვლა

მამა გაბრიელი

ვიკიციტატიდან
მამა გაბრიელი

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; დ. 1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე - არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

სწავლებანი

[რედაქტირება]

,,არავინ იცის ეს ცხოვრება ვის რას უმზადებს, დღეს შეიძლება მეფე იყო ან დედოფალი, ხვალ კი მათხოვრად იქცე! ამიტომ გიყვარდეთ გულით უბრალო ადამიანები. ნუ გადმოხედავთ ღარიბებს ზემოდან, რადგან ჩვენს ზემოთ მარტო უფალი დგას, ეს სულ იცოდეთ. სიღარიბე ნაკლი არ არის, ღარიბის სახლში მეტი სითბო და სიყვარულია, იქ უფალი სახლობს.

  •  

„მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი, თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.“

  •  

„არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა...“

  •  

„ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება. სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია!“

  •  

„ხშირად თვალით ნანახსაც და ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებთ ─ შეიძლება ერთმაც მოგატყუოთ და მეორემაც.“

  •  

„სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს...“

თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვგონებ, იმ ურწმუნოზე უარესი ხარ

  •  

„ვინც ენას და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.“

  •  

„სიყვარულით, შეიძლება ბევრი ვერ გიყვარდეს, მაგრამ ცუდი არავისთვის უნდა გინდოდეს.“

  •  

„ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.“

  •  

ერში იკარგება მონასტრის მადლი.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306

  •  

თუ გინდა ბერობა, შენ უკვე ბერი ხარ.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 307

  •  

კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოს.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306

  •  

ბერთან მიახლოება ცეცხლთან თამაშია.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 307

  •  

გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 298

  •  

მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306

  •  

მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 309

  •  

სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 311

  •  

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 303

  •  

ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 296

  •  

დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 313

  •  

ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 305

  •  

საერო გაზეთებში ხატების დაბეჭდვა დიდი დანაშაულია.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 305

  •  

მონაზვნობა ანგელოზის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 304

  •  

მონასტერი სასტუმრო არაა, მონასტერი დიდი სიყვარულია.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306

  •  

ასჯერ მრუში ჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო.

  ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 308


მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„გაბრიელის ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი, სიტყვა და ლოცვა სასწაული იყო. ის სალოსების ბელადი იყო. მის მიერ გაწეული შრომის შეფასება შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანის გონებისათვის, იმდენად დაფარული და გაუგებარი იყო გაბრიელის ღვაწლი!“

  მამა გიორგი ბასილაძე