შინაარსზე გადასვლა

მამა გიორგი ბასილაძე

ვიკიციტატიდან
მამა გიორგი ბასილაძე

მამა გიორგი ბასილაძე (დ. 30 აგვისტო, 1933 — გ. 25 აპრილი, 2013) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე - არქიმანდრიტი, ბერი.

1973 წელს აკურთხეს მღვდლად. მსახურობდა ხანმოკლე ვადებით ზესტაფონსა და საჩხერის რაიონებში.გარდაცვალებამდე მსახურობდა მოწამეთაში, დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში.

სწავლებანი

[რედაქტირება]
  •  

მართლმადიდებლობა - ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ცხოვრების წესი. ეს არის სიცოცხლე ღმერთში.

  ციტატის წყარო: [ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილბელი!.. გვ. 129]

  •  

ომის ბედი ცაში წყდება. ომს ჯერ ბერები(სულიერ ღვაწლში დაბრძანებულები) იგებენ - სულიერ ომს, მერე კი ხილული(პოლიტიკური) გამარჯვება მიწაზე ხდება. ჯერ წმინდანები ამარცხებენ ცოდვებსა და ბოროტებას, მერე კი ერი ღებულობს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და დაიწყებს აღორძინებას.

  ციტატის წყარო: [ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილბელი!.. გვ. 137]

  •  

საქართველოს გაერთიანების და აღორძინების გასაღებს ტყუილა დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში! ეს გასაღები აქვე არის - საქართველოშიც, უფრო მეტიც - თითოეულ ქართველში! ეს აქ და „ზეციურ საქართველოში“ წყდება.

  ციტატის წყარო: [ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილბელი!.. გვ. 143]