მარკუს ავრელიუსი
იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი (ლათ. MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (121 - 180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე.
ციტატები
[რედაქტირება]არც ერთი კაცი ბედნიერი არ არის, ვიდრე ის თვითონ არ ჩათვლის თავს ბედნიერად. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987
შეეგუე ყველაფერს, რაც ბედმა გარგუნა წილად. გიყვარდეს კაცნი, რომელთა შორისაც გიწევს ცხოვრება, მაგრამ გულწრფელი სიყვარულით. |
ციტატის წყარო: „ფიქრები“,თბილისი 1972წ.
ვინც იხილა აწმყო, მან იხილა ყველაფერი: ისიც, რაც იყო მირიადი საუკუნის უკან და ისიც, რაც იქნება უკუნისამდე. რადგან ყველაფერი ერთგვაროვანია და ერთსახოვანი. |
ციტატის წყარო: „ფიქრები“,თბილისი 1972წ.
ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა - ეს არის საკუთარი თავის შებრალება. |
ვერავინ წაგვართმევს ვერც წარსულს და ვერც მომავალს, რამეთუ ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია? |
გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედებაა, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა. |
მოღალატეა, ვინც გაურბის თავის მბრძანებელს. მბრძანებელი კი კანონია, ხოლო მოღალატე - მისი დამრღვევი. მაგრამ ვინც ძრწის, დრტვინავს ანდა მრისხანებს, - არ იღებს მას, რაც იყო, არის ან უნდა მოხდეს, თანახმად კოსმიური წესრიგისა, რასაც აწესებს ყოვლისგამრიგე, ანუ კანონი, თავთავის მისაგებელს რომ მიაგებს ყველას და ყველაფერს. მაშასადამე, მოღალატეა ისიც, ვინც დრტვინავს, ძრწის ან მრისხანებს. |
სისრულე ზნეობისა იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომაც უკანასკნელი დღეა: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად. |
ზოგი არაფერს ამბობს, რადგან არ იცის, რა თქვას. ზოგი კი იმიტომ, რომ იცის დრო, როდის თქვას. |
გაიხსენე, რამდენი ხანია, რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს, რამდენგზის სთხოვე „მაცალეო“ ღმერთებს და გაცალეს მათაც, მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით. |
დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე, როგორც გაქრები შენ და აღარასოდეს შემოიქცევა უკან. |
უდღემოკლესი, ბოლოს და ბოლოს იმავეს კარგავს, რასაც ყველაზე უფრო დღეგრძელი. |
უნდა შეეჩვიო მხოლოდ და მხოლოდ კეთილზე ფიქრს, რათა ანაზდად რომ გკითხონ, რას ფიქრობო ამ წუთას, შეგეძლოს გულახდილად მიუგო მყისვე, რაზე ფიქრობ, ან რა გაქვს გულში. |
შეუძლებელის მიღწევის მცდელობა სიგიჟეა. |
ციტატის წყარო: მარკუს ავრელიუსი ციტატა
შეუძლებელია წარსულის წართმევა, რადგან იგი უკვე აღარაა და მომავლის, რადგან ის ჯერ არ დამდგარა |
ციტატის წყარო: მარკუს ავრელიუსი ციტატა
შენ შეიძლება შეუძლებელი შესძლო, მაგრამ ვერ შესძლებ მათ სიკეთისაკენ მოქცევას |
ციტატის წყარო: მარკუს ავრელიუსი ციტატა