შინაარსზე გადასვლა

მარკ ტვენი

ვიკიციტატიდან
მარკ ტვენი (1907)

მარკ ტვენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (ინგლ. Mark Twain; Samuel Langhorne Clemens; დ. 30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი ― გ. 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი) — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.

ციტატები

[რედაქტირება]

https://sybbince.wordpress.com/2015/04/04/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99-%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A/ ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც ღიმილი მოგგვარათ.

  •  

„ამერიკის აღმოჩენა ჩინებული რამ იყო, მაგრამ უფრო ჩინებული იქნებოდა რომ ასცდენოდნენ მას.“

  •  

„მუშაობა არის ის, რაც ადამიანს ევალება, გართობა კი ის, რაშიც იძულებულია ფული გადაიხადოს.“

  ციტატის წყარო: “ტომ სოიერის თავგადასავალი” (1876 წ.)

  •  

„ყოველთვის მოიქეცი სწორად - ამით სიამოვნებას მიანიჭებ რამდენიმე ადამიანს, აი, სხვებს კი გააკვირვებ!“

  •  

გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა.

  •  

ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში.

  •  

თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო.

  •  

ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს.

  •  

სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება.

  •  

ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს.

  •  

წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის.

თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ – დეზინფორმირებული. ბანკი – ის დაწესებულებაა, სადაც შეგიძლია ფული ისესხო, თუ დაარწმუნებ, რომ ფული არ გჭირდება.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მარკ ტვენი