შინაარსზე გადასვლა

მდგმური

ვიკიციტატიდან

მდგმური - ჯემალ ქარჩხაძის რომანი

  • სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში.
„მდგმური“. რომანი. წ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1986.
  • ჩვენ, ვინც პლასტილინისგან ვართ გამოძერწილი, ყოველ ნაბიჯზე ფეხით ვთელავთ ჩვენსავე სილამაზეს.
„მდგმური“. რომანი. წ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1986.
  • შეუძლებელი კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს, იმიტომ, რომ სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგრძნება.
„მდგმური“. რომანი. წ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1986.
  • სინამდვილეში ყველანი ბოღმითავართ სავსე. ამიტომ ვერ დავფრინავთ. ერთმშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარდი ადამიანის გულშია ჩაბუდებული, უეცრად რომ ამოხთქოს, ქვეყნიერება წაილეკება.
„მდგმური“. რომანი. წ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1986.
  • გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია... სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე ისყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.
„მდგმური“. რომანი. წ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1986.