მეთორმეტე ღამე
იერსახე
მეთორმეტე ღამე — უილიამ შექსპირის კომედია, დაწერილია დაახლოებით 1601-1602 წლებში.
მოქმედება პირველი
[რედაქტირება]- თუ რომ მუსიკა საზრდო არის სიყვარულისა,
განაგრძეთ დაკვრა, მომეცით მე ეს საზრდო ჭარბად,
რომ მით გაძღეს და ჩაიფერფლოს ჩემი სურვილი.
კიდევ ის ჰანგი! იგი თითქოს ჩაკვდა თრთოლვაში!
ჩემს ყურთასმენას ის შეეხო ვით ტკბილი ბგერა,
რომელმაც თითქოს იის მდელოს გადმოუქროლა,
მომეპარა და მომიტანა მისი სურნნელი!
კმარა! შეწყვიტეთ! იგი ახლა წინანდებურად
ტკბილად აღარ ჟღერს! ო, შენ სულო სიყვარულისავ,
რა ცვალებადი, მგზნებარე და მუდამ ნორჩი ხარ!
შენში იერთებ ყოველივეს, ვით უძირო ზღვა,
მაგრამ ყველა მას, რასაც შენი მორევი შთანთქავს —
რაოდენ დიდი და ძვირფასიც არ უნდა იყოს,
უმალ უკარგავ თავის ფასსა და მნიშვნელობას.
- ორსინო, სურათი 1
მოქმედება მეორე
[რედაქტირება]- ერთნი იბადებიან დიდებულნი, მეორენი — მას მოიპოვებენ,
ხოლო ზოგიერთს თავს ახვევენ ამ დიდებას.- მალვოლიო, სურათი 5
მოქმედება მესამე
[რედაქტირება]- ის სიყვარული,
რომელსაც ეძებ — კარგი არის, მაგრამ უფორე
ტკბილია იგი, რომელიც მოდის უძებნელად.- ოლივია, სურათი 1
ლიტერატურა
[რედაქტირება]- უ. შექსპირი. კომედიები — თბილისი, პალიტრა L, 2023