შინაარსზე გადასვლა

მერაბ კოსტავა

ვიკიციტატიდან

მერაბ კოსტავა (დ. 26 მაისი, 1939, თბილისი ― გ. 13 ოქტომბერი, 1989, სოფელი ბორითი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმა დააპატიმრეს და გადაასახლეს.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მსოფლიო იცნობს ოცდაათწლიანი და ასწლიანი ომების ისტორიას, მაგრამ არსებობს მუდმივი, უვადო ომი. ეს საქართველოსი ისტორიაა.

  — მერაბ კოსტავა

  ციტატის წყარო: მერაბ კოსტავა, მუზეუმების გაერთიანება, სტამბა სეზანი, 2019 წელი, ISBN-978-9941-8-1883-7 გვ. 21

  •  

უნდა გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა და არა საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში.

  — მერაბ კოსტავა

  ციტატის წყარო: მერაბ კოსტავა, მუზეუმების გაერთიანება, სტამბა სეზანი, 2019 წელი, ISBN-978-9941-8-1883-7 გვ. 30

  •  

საქმეა იქცე მსოფლიო კაცად და არ უმუხთლო ერსა და თვისტომთ.

  — მერაბ კოსტავა

  ციტატის წყარო: მერაბ კოსტავა, მუზეუმების გაერთიანება, სტამბა სეზანი, 2019 წელი, ISBN-978-9941-8-1883-7 გვ. 196

  •  

თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთ

  — მერაბ კოსტავა

  ციტატის წყარო: დღეს, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა https://ipress.ge/.