შინაარსზე გადასვლა

მერაბ მამარდაშვილი

ვიკიციტატიდან

მერაბ მამარდაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1930 ― გ. 25 ნოემბერი, 1990) — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

ციტატები

[რედაქტირება]

გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად.

მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი.

  •  

რელიგიური ენა რომ გასაგები იყოს, ყველა მორწმუნე ყველაფერს გაიგებდა; მაგრამ, სამწუხაროდ, კაცი, შეიძლება, ეკლესიაში დადიოდეს, ქადაგებას ისმენდეს, მაგრამ რელიგიური ენის თავისებურების გამო მას მაინც ვერ იგებდეს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 1-7 მარტი, 2010; N9 (479) — გვ. 112.

  •  

ადამიანს არასოდეს ჩაუდენია ისეთი ბოროტება, – ბოროტებას კი, როგორც ყველაფერს, ენერგია, ენერგიის მობილიზაცია სჭირდება, – რომელიც განსაზღვრული არ ყოფილიყო ამ აუტანელი სიცხადით – სამართლის ცხადი ხედვით. ასეთ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ ბოროტი კაცი შუქითაა დაბრმავებული.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 27 ივნისი – 3 ივლისი, 2011; N26 – გვ. 96.


  •  

ხომ შეიძლება, ღმერთი დაიღალოს აბსოლუტურად ბნელი ადამიანის გაშუქებით? აი, მაშინ კი, მაპატიეთ ეს გამოთქმა, ყოფა გეტირებათ.