მიშელ ფუკო

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Michel Foucault Dibujo.jpg
მიშელ ფუკო
ქვა წარწერით – მიშელ ფუკო

მიშელ ფუკო (ფრანგ. Michel Foucault [miˈʃɛl fuˈko]; დ. 15 ოქტომბერი, 1926, პუატიე — გ. 25 ივნისი 1984, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი, კოლეჟ დე ფრანსის შემეცნებათა სისტემების ისტორიის კათედრის გამგე.ფუკოს ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეცნიერების განვითარებას: მისი გავლენა შეეხო ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ასევე მთელ რიგ გამოყენებითი და პროფესიული ცოდნის სფეროებს.

ციტატები[რედაქტირება]

  • ის, რასაც თანამედროვე აზროვნება არსებითად განიხილავს, არის აზრის მიმართება ჭეშმარიტებისა და ყოფიერების ფორმებთან. ჩვენი რეფლექციის ცაზე მეფობს დისკუსი – შესაძლოა, მიუღწეველიც, რომელიც ერთდორულად ონტოლოგიაც შეიძლება იყოს და სენატიკაც. სტრუქტურალიზმი ახალი მეთოდი არ გახლავთ, იგი თანამედროვე ცოდნის კვლავ ცოცხალი და მშფოთვარე სინდისია.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.
  • გრძელი, მაგრამ გარდაუვალი და უცილობელი გზებით ისტორია ადამიანს იმ ჭეშმარიტებამდე მიიყვანს, რომელიც მას საკუთარ თავთან შეაჩერებს.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.
  • თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადება თავისი არსით ადამიანის სხეულში ჩაბუდებული უწესრიგობა, სახიფათო ცვლილებაა, რაც საფრთხეს უქმნის თვით სიცოცხლეს, თუ, ასევე, მას ბუნებრივ ფენომენად მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი კანონზომიერებები, თავისი მსგავსებები და თავისი ტიპები აქვს, მაშინ დავინახავთ, თუ რა ადგილი შეიძლება ჰქონდეს არქეოლოგიას სამედიცინო თვალსაზრისით. ის, რაც არქეოლოგიურ ანალიზს ეძლევა სხვისი ზღვრული გამოცდილებიდან მოყლებული ვიდრე სამედიცინო ცოდნის კონსტიტუციურ ფორმებამდე და ამ ფორმებიდან საგანთა წესრიგსა და იგივეს გააზრებამდე, არის მთელი კლასიკური ცოდნა, ან, გნებავთ, ის ზღურბლი, რომელიც კლასიკურ აზროვნებას გვაშორებს და ქმნის ჩვენს მოდერნულობას. ამ ზღურბლზე აღმოცენდა პირველად ის უცნაური ხატება ცოდნისა, რომელსაც ადამიანს უწოდებენ, და აქედანვე მიეცა გასაქანი ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებს.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 31–32
  • ჩრდილში სარკე თავისი ანარეკლით ანგარიშმიუცემლად გვიჩვენებს იმას, რასაც ყველა უყურებს წინა პლანზე. იგი თითქოს ჯადოსნურად ასახავს იმას, რასაც ვერ წვდება თითოეული პერსონაჟის მზერა:მხატვრისა ან მოდელისა, რომელიც სურათზე სარკისეულ ორეულს განასახიერებს.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 46
  • ყოველგვარ კულტურაში იმის გამოყენებასა, რისთვისაც შეიძლებოდა მომწესრიგებელი კოდები გვეწოდებინა, და წესრიგის შესახებ რეფლექციებს შორის არსებობს წესრიგის წმინდა გამოცდილება და მისი მყოფობის მოდუსები.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • ენა ცოდნას ეკუთვნის, რის გამოც თავისუფლდება მთელი ისტორიული სივრცე, რომელიც გარდასულ ეპოქებში არ არსებობდა.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 127

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მიშელ ფუკო