მომხმარებელი:Salome Latsoshviili

ვიკიციტატიდან

▪ ,,მე ვიცი შენ გიხარია და ხმამაღლა იტყვი, რომ ჩაი ჩემი ხელით დაგისხი, თუმცა ძალიანაც ნუ გაბედნიერდები, არ არის გამორიცხული რომ ჩაიში ჩავაფურთხე."

-ნიკ ქეივი.


ფროიდის აზრით: ▪სიზმრები ეს არის განდევნილი სურვილების და ილუზიების ასრულება.


▪რაც უფრო განათლებულია ადამინი, მით უფრო სარკაზმულია მისი იუმორი.


▪ადამიანი არის ცხოველთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია სწორი ხაზის დახატვა.


▪ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის.


▪ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე, აგრესიული ხდება თავის მე-იდეალში.


▪იძულების ნევროზით დაავადებული საკუთრივ არასდროს არ გადადგამს თვითმკვლელობის ნაბიჯს, ის იმუნიტეტის მქონეა თვითმკვლელობის საშიშროების მიმართ, მისგან გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე ისტერიკი


▪წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა.


▪შიში არის საშიშროების წინაშე უკანდახევის გამოხატულება.


▪რაც უფრო ღრმად ვიჭრებით სულიერი პროცესების შესწავლაში, მით უფრო მეტს ვგებულობთ მათი სიმდიდრისა და სირთულის შესახებ.


▪სამართლიანობის მოთხოვნა შურის გადამუშავებაა, რაც ქმნის პირობას, რომელშიც ის ვითარდება...


▪თუკი გვინდა გავაცნობიეროთ რელიგიის დიდებული არსი, მაშინ საკმარისი უნდა იყოს იმის ჩვენება, თუ რით იღებს ის ადამიანებს.


▪მაშინ, როცა ცალკეული რელიგიები ერთმანეთთან დავობენ იმაზე, თუ რომელია ჭეშმარიტი, ვფიქრობთ, უფლება გვაქვს საერთოდ რელიგიის ჭეშმარიტების შინაარსის უგულვებელყოფისა.


▪რელიგია ილუზიაა და მისი სიძლიერე საპირისპიროდ მიემართება ჩვენი ლტოლვითი სურვილების წინააღმდეგ.


▪ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა.


▪სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას!


▪ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში!


▪ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა.


▪ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.


▪სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო! (P.S აქვე გეტყვით, რომ იდი – არის ლათინური სიტყვა,რომელიც ქართულად ნიშნავს ”იგი”-ს, რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს (მაგალითად შემიძლია მოვიტანო: შფოთვა, შიში, აგზნება და ასე შემდეგ...) ”იგი” არის ინსტინქტების, ვნებების და გატაცებების სამფლობელო, საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარე ობიექტის მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური, ”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო სურვილების წარმოშობის ძალა: აგრესიული და სექსუალური იმპულსები. ყოველივე ეს კი ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში!!!)


▪პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.


▪სამოთხე სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული ადამიანის ჯგუფური ოცნება ბავშვობაზე.


▪შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.


▪(და ბოლოს, ფროიდი ამბობს): მე აღმოვაჩინე, რომ პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ.