შინაარსზე გადასვლა

მურმან ლებანიძე

ვიკიციტატიდან

მურმან სილოვანის ძე ლებანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანი — გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1973).

  •  

რაც ვიწვნიე და
გადამხდა,
ლექსად ─
არ დაიწერება!

  ციტატის წყარო: 1986 წ.

  •  

ის უნდა ვწერო,
რაც მჯერა და
კიდეც არ მჯერა...

  ციტატის წყარო: 1988 წ.

  •  

იყვნენ კაცები!
ვინ არის ახლა?!
ახლა არავინ
არ არის დიდი!

  ციტატის წყარო: 1980 წ.

  •  

მაინც გვარობს და
მაინც ხარობსო
სხვის უკანალში კაცი შემძვრალი!

  ციტატის წყარო: ლირიკა ─ 1986

  •  

მაგრამ სცნობს უმალ ხალხი
წუთში „გარდაქმნილ“
ჩათლახს...

  ციტატის წყარო: “სიტყვა გარდაქმნის გამო ჩვენი მწერლობის სახლის” (1987 წ.)

  •  

კაცს, შეწირულს,
ერი სცნობს და ჩანგი ლოცავს,
შეაჩვენებს ─
სისხლცივსა და ლაჩარს...

  ციტატის წყარო: ლირიკა ─ 1986

  •  

არ თქვა, რომ ვებრძვი
ანუ ვგმობ და ვუქადი მტრობას! ─
პირიქით! ვწუხ და
სიბრალულის
ვუცხადებ გრძნობას.

  ციტატის წყარო: 1971 წ.

  •  

თუ გვსურს,
ვიქცეთ ერთი ასად,
დავუბრუნოთ
ქალი ოჯახს...

  ციტატის წყარო: 1989 წ.

  •  

და სირცხვილია,
ის, რაც იყო, ხალხთან დავმალოთ,
სიბრიყვე ჩვენი
და სიგლახე
სხვას დავაბრალოთ!

  ციტატის წყარო: “გიორგი მეცამეტე” (1989 წ.)

  •  

და ჰა, ლხინშია
საქართველო, თუ, ვთქვათ, ჭირშია,
რაც მის თავსაა,
ყოველივეს
ზუსტად ღირსია!

  ციტატის წყარო: “გიორგი მეცამეტე” (1989 წ.)

  •  

მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული,
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.

  ციტატის წყარო: “მიყვარს ქართულად...”

  • ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
    (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
    - ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
    დაგვისახელეთ
    მეორე პოეტი...
    უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
    თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
    - საქართველოში??? - ჩაიქირქილა
    და ლომურ წვერზე
    მოისვა ბრჭყალი...
(ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...)
  • დიაცი ჯინსით!
    გამოკრული არტახში ტანი!
    თვალი გამექცა...
    ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
    - გახსოვდეს ქალი,
    ამ ცხოვრების `ანი~ და `ბანი~! -
    ის იღიმება:
    - ჩვენ ბოდიში, ეტყობა, `ჰოეც~!
(დიაცი ჯინსით..., იუმორესკა)

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„ზოგი პოეტის ხმაში მიწაა მარტო, ცა არ ურევია. ორივეა მურმანის ხმაში ─ ცაც და მიწაც. ენა ქართული, ბევრის ხელში შესაბრალისი, ბედნიერია მურმან ლებანიძის ხელში. მზითა და წვიმით ნაქსოვია მისი ბაასი... კარგ გუნებაზე გაყენებს, რწმენას, სიმხნევეს გმატებს. ხალხმა ზეპირად იცის მურმანი, ხალხს სჯერა მისი. ღმერთო, სამშობლო უცოცხლე მას! ღმერთო, სამშობლოს უცოცხლე იგი!“

  მუხრან მაჭავარიანი