მუჰამედ ალი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუჰამედ ალი
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მუჰამედ ალი

მუჰამედ ალი (ინგლ. Muhammad Ali; დაბადებით კასიუს კლეი, ინგლ. Cassius Clay; * 17 იანვარი, 1942) — ამერიკელი მოკრივე.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

თუ შეხვდებით ნაცნობს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არ გინახავთ და გეტყვით, რომ შეიცვალეთ - მადლობა გადაუხადეთ, ეს საუკეთესო კომპლიმენტია. ყოველ დღე თქვენ ახალ გამოცდიელებას, ახალ ცოდნას იღებთ, საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ, განვითარდით და სრულყოფილებამდე მიაღწიეთ.


  •  

ადამიანი, რომელიც 50 წლის ასაკში აღიქვამს ცხოვრებას ისე, როგორც 20 წლის ასაკში, ტყულად დაკარგა 30 წელი.


  •  

ოცნება არ ასრულდება დაუყოვნებლივ, ყოველი თქვენი საქციელი, ყოველი თქვენი ჩვევა და ყოველი თქვენი მოქმედება განსაზღვრავს თუ რაოდენ სწრაფად აიხდენთ ოცნებას და ხართ თუ არა საერთოდ მისი ახდენის ღირსი.


  •  

მიზანი - ეს ერთადერთია, რაც გვაძლებინებს გზაზე.


  •  

ადამიანს, რომელსაც არ აქვს წარმოსახვის უნარი - არ აქვს ფრთები.


  •  

არაფერი ამ ცხოვრებაში ადვილად არ მოგეცემა. მიზნის მისაღწევად უნდა შეწირო ბევრი რამ. ბოლომდე ხარჯო საკუთარი ძალა, დრო, მოაქციო საზღვრებში საკუთარი თავი.რ ოცა დანებება მოგინდება, წარმოიდგინე რა გელის, თუ მიაღწევ მიზანს და რამდენ რამეს დაკარგავ, თუ დანებებდი. დანაკარგი ყოველთვის აღემატება ჯოლდოს.


  •  

ჩიტი, რომელიც არ იყენებს საკუთარ ფრთებს, ვერასოდეს გაფრინდება. ჩვენი ფრთები ეს ჩვენი წარმოსახვის უნარია, ვინც მას არ იყენებს, სულ ერთ ადგილზე იქნება დაყუდებული. იოცნებეთ, წარმოიდგინეთ, მხოლოდ ასე შეძლებთ იფრინოთ შესაძლებლობების უსაზღვრო სამყაროში.


  •  

ადამიანები თვითონ კეტავენ საკუთარ თავს ჩარჩოებში, საკუთარ შესაძლებლობების არაჯეროვნი შეფასებით, ნუ შეგეშინდებათ რისკის, გამოდით ჩარჩოებიდან და მიხვდებით, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


  •  

მე ყოველთვის არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ვიცი, რომ მართალი ვარ.


  •  

შეუძლებელია - ეს მხოლოდ ხმამაღალი ნათქვამია იმ ადამიანის, რომელსაც არ ძალუძს იპოვოს საკუთარ თავში ძალა და რაიმე შეცვალოს, შეუძლებლობა არაა ფაქტი, ეს მხოლოდ აზრია. შეუძლებელია - ეს არის შანსი გამოავლინო საკუთარი თავი. შეუძლებელი შესაძლებელია!