შინაარსზე გადასვლა

ნასესხები სიცოცხლე

ვიკიციტატიდან

ნასესხები სიცოცხლე - ერიხ მარია რემარკის “ნასესხები სიცოცხლე” 1959 წელს გამოქვეყნდა. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისგან, რომ მასში მწერალი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზეა კონცენტრირებული.


  • ადამიანთან ერთად ყოველთვის რაღაც კვდება, ალბათ მცირეოდენი იმედი.


  • მარტო გონება არ არის მტავარი, ადამიანს გრძნობებიც უნდა ამოძრავებდეს, ხოლო გრძნობებისათვის სულ ერთია, ვინ არის მართალი.


  • ჭადრაკი - ეს აბსტრაქტული თამაში - ამშვიდებს ადამიანის სულსა და გულს. ჭადრაკი ეს არის სამყარო პანიკისა და სიკვდილის გარეშე. იგი გვეხმარება სულ ცოტა ერთი ღამით მაინც... მეტი არც გვინდა ხომ ასეა? უნდა გამაგრდეთ დილამდე.


  • სიყვარულს ყველაფერი ეპატიება!


  • - განა არასდროს არ ყოფილხარ ბედნიერი? - იკითხა ლილიანმა.
- ხშირად.
ლილიანმა კლერფეს შეხედა.
- ყოველთვის სხვადასხვანაირად, - მიუგო კლერფემ.
- როდის ყოფილხართ ყველაზე მეტად?
- მარტოდ ყოფნისას.


  • სიყვარულისთვის ყველა ახალგაზრდაა!


  • ოცნებებს არა აქვთ სიმძიმის ძალა!


  • ...რა იციან რომ, ცხოვრება აფრიანი ნავია, რომელსაც საკმაოდ ბევრი აფრა აქვს და ყოველ წუთში შეიძლება გადაბრუნდეს.


  • ზოგჯერ უფრო მძიმეა უცქერდე გარდაცვლილის ნივთებს, ვიდრე თვითონ მას.


  • ძალზე დიდი მზრუნველობა, ისევე როგორც ზრუნვის ნაკლებობა, კლავს ავადმყოფს.


  • ადამიანი, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადრებას არ აქცევს. იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა. ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს და ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა ან ორი-სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება.


  • თუ შენ გინდა სადმე ცხოვრობდე, მაშასადამე გსურს იქ მოკვდე.


  • ყოველივე ამქვეყნად შეიცავს საკუთარ წინააღმდეგობას; არაფერს შეუძლია არსებობა თავისი წინააღმდეგობის გარეშე, როგორც სინათლეს ჩრდილის, სიმართლეს სიცრუის, ილუზიას რეალობის გარეშე, - ყველა ეს ცნება არა მარტო დაკავშირებულია ურთიერთთან, არამედ განუყოფელი არის ერთმანეთისაგან.