შინაარსზე გადასვლა

ნელსონ მანდელა

ვიკიციტატიდან
ნელსონ მანდელა (1998)

ნელსონ მანდელა (სრულად როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა Rolihlahla Dalibhunga Mandela [roli'ɬaɬa])(დ. 18 ივლისი, 1918, მვეცო, ტრანსკაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 5 დეკემბერი, 2013, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში.


  •  

იყო თავისუფალი, არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისგან განთავისუფლებას, არამედ ─ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის.

 

For to be free is not merely to cast off one's chains, but to live in a way that respects and enhances the freedom of others.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

ყოველთვის შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გააკეთებ.

 

It always seems impossible until it's done.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

ფულს არ ძალუძს შექმნას წარმატება, რომელსაც თავისუფლება უზრუნველყოფს.

 

Money won't create success, the freedom to make it will.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

არაფერია თვითშეცნობისთვის იმაზე კარგი, რომ დაბრუნდე იქ, სადაც არაფერი არ შეცვლილა ─ მაშინ გაიგებ თუ რაოდენ შეიცვალე.

 

There is nothing like returning to a place that remains unchanged to find the ways in which you yourself have altered.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

ყოველი მთის დალაშქვრისას შენ წინ იშლება კიდევ უფრო მაღალი მთები, რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ შენ მოგიწევს.

 

After climbing a great hill, one only finds that there are many more hills to climb.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასდროს ნებდება.

 

A winner is a dreamer who never gives up

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შესაცვლელად.

 

Education is the most powerful weapon which you can use to change the world.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

კარგი ხელმძღვანელობა და კარგი გული ყოველთვის შესანიშნავი კომბინაციაა.

 

A good head and a good heart are always a formidable combination.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

თუ თქვენ ესაუბრებით კაცს გასაგებ ენაზე, ყოველივე მიდის მის თავში და თუკი თქვენ ესაუბრებით მას მის მშობლიურ ენაზე, ყოველივე მიდის მის გულში.

 

If you talk to a man in a language he understands, that goes to his head. If you talk to him in his language, that goes to his heart.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

თუ გსურს შენს მტერთან მშვიდობის დამყარება, აუცილებელია მასთან თანამშრომლობა. მხოლოდ ასე შეიძლება ის შენი პარტნიორი გახდეს.

 

If you want to make peace with your enemy, you have to work with your enemy. Then he becomes your partner.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო გონივრულად და სამუდამოდ გავაცნობიეროთ, რომ ყოველთვის არსებობს მომენტი სწორი მოქმედებისთვის.

 

We must use time wisely and forever realize that the time is always ripe to do right.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

მხოლოდ თავისუფალ მამაკაცებს შეუძლიათ მოლაპარაკება.

 

Only free men can negotiate.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

ჩვენს ქვეყანაში ჯერ მივდივართ ციხეში, ხოლო შემდეგ ვხდებით პრეზიდენტი.

 

In my country we go to prison first and then become President.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

აშშ-სა და ბრიტანეთში არჩევნების დროს არ ითხოვენ დამკვირვებლებს აფრიკიდან ან აზიიდან, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არჩევნები, ისინი ითხოვენ დამკვირვებლებს.

 

If the United States of America or Britain is having elections, they don't ask for observers from Africa or from Asia. But when we have elections, they want observers.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

მე ვოცნებობ ისეთ აფრიკაზე, რომელიც მშვიდობაშია საკუთარ თავთან.

 

I dream of an Africa which is in peace with itself.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

ვოცნებობ აფრიკის ერთიანობის აღსრულებაზე, სადაც მისი ლიდერები ერთიან ძალისხმევას მიმართავენ ამ კონტინენტის პრობლემების გადასაჭრელად. ვოცნებობ ჩვენს ვრცელ უდაბნოებზე, ჩვენს ტყეებზე, ჩვენს დიდ და უკაცრიელ სივრცეებზე.

 

I dream of the realization of the unity of Africa, whereby its leaders combine in their efforts to solve the problems of this continent. I dream of our vast deserts, of our forests, of all our great wildernesses.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

თავისუფლება ვერ იქნება ნაწილობრივი.

 

There is no such thing as part freedom.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

სამხრეთ აფრიკაში ბევრი შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს იმ ნაკლებად იღბლიანებს, ვინც ჯერ კიდევ სიღარიბეშია.

 

There are many people in South Africa who are rich and who can share those riches with those not so fortunate who have not been able to conquer poverty.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

თუ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც საზოგადოება, ვინც ჩემს გაძარცვას შეეცდება, ჩემი უწყინარობა მაშინ გაქრება.

 

Any man or institution that tries to rob me of my dignity will lose.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

მიეცი ბავშვს სიყვარული, სიცილი, მშვიდობა და არა ─ შიდსი.

 

Give a child love, laughter and peace, not AIDS.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

თუ არსებობს ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ჩაიდინა ენით აუწერელი დანაშაულები, ესაა ამერიკის შეერთებული შტატები.

 

If there is a country that has committed unspeakable atrocities in the world, it is the United States of America.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს განვიხილავდი აფრიკელ პატრიოტად.

 

I have always regarded myself, in the first place, as an African patriot.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

დაივიწყეთ წარსული.

 

Forget the past.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

მე არ ვიყავი მესია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ლიდერად აქცია.

 

I was not a messiah, but an ordinary man who had become a leader because of extraordinary circumstances.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ მის მოქალაქეებს განათლება არ აქვთ.

 

No country can really develop unless its citizens are educated.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, თამამად შემიძლია ვაღიარო შეცდომა.

 

Unlike some politicians, I can admit to a mistake.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი, რომ ვინმეს რამე უმტკიცო.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

არც ერთხელ რომ არ დაეცემი, ეს არ არის ყველაზე დიდი დამსახურება ცხოვრებაში ─ მთავარია, ყოველი დაცემისას წამოდგე.

  ციტატის წყარო: Conversations With Myself

  •  

გაბრაზდე და გულს შემოიყარო ─ ეს იგივეა, დალიო შხამი იმის იმედით, რომ შხამი შენს მტრებს მოკლავს.

  ციტატის წყარო: Long Walk to Freedom

  •  

თუ თქვენ გაქვთ ოცნება, არაფერი შეგიშლით ხელს მის განხორციელებაში, თუკი თვითონვე არ დანებდებით.

  ციტატის წყარო: ნელსონ მანდელა ციტატები

  •  

ჩვენი მსოფლიო დიდი იმედებისა და პერსპექტივების მსოფლიოა, ამავე დროს ─ შიმშილისა და დაავადებების.

  ციტატის წყარო: ნელსონ მანდელა ციტატები

  •  

დრო ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ კეთილი საქმე ნებისმიერ წამს შეიძლება დაიწყო.

  ციტატის წყარო: ნელსონ მანდელა ციტატები

  •  

აფრიკული მუსიკის საოცარი სილამაზე იმაშია, რომ ის ყოველთვის მხიარულია, თუნდაც ტკივილზე მღეროდეს. შენ შეიძლება იყო ღარიბი, იცხოვრო ქაღალდით აშენებულ სახლში, დაკარგო სამსახური, მაგრამ მუსიკა ყოველთვის იმედს გაძლევს.

  ციტატის წყარო: ნელსონ მანდელა ციტატები

Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Nelson Mandela

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]