ნეტარი ავგუსტინე

ავგუსტინე ნეტარი (ლათ. Augustinus Sanctus), ავგუსტინე ავრელიუსი (დ. 13 ნოემბერი, 354, ტაგასტი, ჩრდილოეთი აფრიკა — გ. 28 აგვისტო, 430, ჰიპონი, ჩრდილოეთი აფრიკა) — ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი.
სწავლებანი
[რედაქტირება]ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. |
ციტატის წყარო: „აღსარებანი“
გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება წუთისოფელში. |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 37
როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას. |
სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე - ბევრის გაცემა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 309
თუკი ცივია ჩვენი სიყვარული - ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 159
მხოლოდ გიყვარდეს - და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 150
ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 213
ვისაც მშვიდობისმოყვარე სახელი არა აქვს, მას არ შეიძლება, ღვთის შვილი ერქვას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 332
არ უწილადო ღატაკებს იქიდან, რაც მოგეჭარბება - სხვისი ქონების მითვისებას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 298
მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 792
ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს. |
ციტატის წყარო: ამპარტავნება, სათნოებები
საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 209
მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა - აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 792
ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 308
როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 593
ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 791
ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი მოკვდავობის თანაზიარი შეიქმნა არა თავისი, - არამედ ჩვენი ბუნებისამებრ და ჩვენ მისი ღვთაებრიობის თანაზიარნი შევიქმნებით არა ჩვენი, არამედ - მისი ძალით. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 59
მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 166
ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგვიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე. |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 177
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 593
საკუთარ თავში არა აქვს კაცს საყრდენი. ღმერთს შეუვრდი და ნუ გეშინის: იგი პირს არ იბრუნებს შენგან, ნებას არ მოგცემს დაეცე; უდრტვინველად მიმართე მას: შეგივრდომებს იგი და განგკურნავს. |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 58
ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 145
შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 329
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება. |
ციტატის წყარო: http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=7701 ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 239]
საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, – აუცილებელია იმასაც ვაბარებდეთ აღსარებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა. |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 120
კარგია ბუნებითი სიწრფელე და სანატრელი, მაგრამ ვერ არის ისეთი, რომელიც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მოიქცევა სიწრფელედ, რადგან პირველი დაცულია უკეთურებისა და ვნებათაგან, ხოლო მეორე დიდი სიმდაბლისა და სიმშვიდის მომნიჭებელია. და იმისი სასყიდელი დიდია, ხოლო ამისი უფროსად ამაღლებულია. |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 129
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 212
წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 118
