შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ვიკიციტატიდან
ბარათაშვილის ბოლო დროს აღმოჩენილი პორტრეტი

ნიკოლოზ ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) — ქართველი პოეტი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისი სულიც განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!“

  ციტატის წყარო: “წერილი მაიკო ორბელიანისადმი” (1842 წ.)

  •  

რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის.

  ციტატის წყარო: “ბედი ქართლისა” (1839 წ.)

  •  

სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„არც ერთ ქართველ ლირიკოსს არ გაუმდიდრებია თავისი ერის სულიერი და გონებრივი სამყარო ისე უხვად, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილს.“

  აკაკი გაწერელია

  ციტატის წყარო: “ვარიაციები პოეტის თემებზე”

  •  

„ბარათაშვილის ლექსი არაა განკუთვნილი აპლოდისმენტებისთვის ─ ამ მერყევი და ძალზე ღარიბი საზღაურისათვის ცხოვრებასა და მწერლობაში.“

  აკაკი გაწერელია

  ციტატის წყარო: “ვარიაციები პოეტის თემებზე”


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]