შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ გოგოლი

ვიკიციტატიდან
ნიკოლოზ გოგოლი

ნიკოლოზ გოგოლი (დ. 1 აპრილი, 1809 — გ. 4 მარტი, 1852) — უკრაინელ-რუსი მწერალი. ის მიიჩნევა რუსული ლიტერატურული რეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

არ შეიძლება აიტანო ჭეშმარიტების, ადამიანური ღირსების შეურაცხმყოფელი გრძნობა. არ შეიძლება სდუმდე მაშინ, როცა რელიგიის საფარით და მათრახის მფარველობით სიცრუესა და უზნეობას ქადაგებენ, როგორც ჭეშმარიტებასა და სათნოებას.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სულები“

  •  

რა არის ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ გაშლილი ველი, სადაც მწუხარებასა და ვაებას დაუსადგურებია.
რა არის ქვეყანა? ეს მხოლოდ ბრბოა, რომელიც არაფერს გრძნობს.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სულები“

  •  

ქალი ისეთი ქმნილებაა, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. აბა, ბიჭი ხარ და გადმოეცი ყველაფერი, რაც მის სახეზე დაკრთის, რასაც მიგახვედრებს მისი სახე ─ ვერაფერსაც ვერ გადმოსცემ. მარტო მათი თვალები ისეთი უსაზღვრო სამეფოა, რომ თუ ერთი შეტოპა კაცმა ─ უგვზო-უკვლოდ დაიკარგება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სულები“

  •  

თქვენ გეშინიათ თქვენდამი დაკვირვებით მოპყრობილი თვალების.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სულები“

  •  

მე არასდროს არაფერი შემიქმნია წარმოსახვით და არც მქონია ეს ჩვეულება. მე კარგად მხოლოდ ის გამომდიოდა, რაც სინამდვილიდან მქონდა აღებული.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სულები“

  •  

ქრისტიანი კაცი ვერ იქნება მხოლოდ მასწავლებელი ან მხოლოდ მოწაფე ─ ის ყოველთვის ერთდროულად ორივეა, სწორედ ამიტომ მიდის სრულყოფილებისკენ.
ჩემო მეგობარო, თავი მხოლოდ შეგირდად ჩათვალე. ნუ იფიქრებ, რომ დაბერდი, დაბრძენდი, დასრულდა შენი სწავლა-განათლება, ან რომ შენმა სულმა და ხასიათმა სრულყოფილებას მიაღწია ─ ქრისტიანი სიკვდილამდე მოწაფეა.

  •  

მე ვაკვირდებოდი მხიარული და ბედნიერი ცხოვრების მეცნიერებას და ვრჩებოდი გაოცებული ─ როგორ გარბოდნენ ადამიანები სასურველი ბედნიერებისგან მაშინვე, როგორც კი მას შეხვდებოდნენ.

  ციტატის წყარო: ნიკოლოზ გოგოლი ციტატები

  •  

შემოქმედებით ტკბობაზე დიდი სიტკბოება არ არსებობს.

  ციტატის წყარო: ნიკოლოზ გოგოლი ციტატები

  •  

იყო ქვეყნად და არაფრით აცხადებდე შენს არსებობას ─ ეს საშინელებაა.

  •  

ნუ იქნებით მკვდარი სულები, იყავით ცოცხლები! ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი კარი ─ ეს არის იესო ქრისტე.

  ციტატის წყარო: ნიკოლოზ გოგოლი ციტატები

  •  

ანათებს შორეთში რაღაც სხივი გადარჩენის ─ წმინდა სიტყვები: ღმერთი, სიყვარული.

  ციტატის წყარო: ნიკოლოზ გოგოლი ციტატები