ნიკოლოზ II (რუსეთი)
ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე (რუს. Никола́й II Алекса́ндрович; დ. 6 (18) მაისი, 1868, ცარსკოე სელო, რუსეთის იმპერია — გ. 17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 წლებში. პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში დახვრიტეს.
ციტატები
[რედაქტირება]მე არ ვარ მზად ვიყო ცარი. არასოდეს მინდოდა გავმხდარიყავი. მე არაფერი ვიცი მმართველობის საქმეზე. წარმოდგენაც კი არ მაქვს მინისტრებთან როგორ ვისაუბრო. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ვორტმანის წიგნი
მე შევინარჩუნებ ავტოკრატიის პრინციპს ისევე მტკიცედ და ურყევად, როგორც ჩემი გარდაცვლილი მამა. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები
არ არსებობს სამართლიანობა მამაკაცებს შორის. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები
ცარისტული სისტემა არ იყო განწირული 1914 წლისთვის. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები
იაპონელები ურწმუნოები არიან. წმიდა რუსეთის ძლევამოსილება გაანადგურებს მათ. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები
მე არ ვიცი ნივთების ფასი; მე არასოდეს მქონია მიზეზი, რომ თავადა გადამეხადა რამე. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები
ის [დედოფალი ვიქტორია] საოცრად კეთილი და კეთილგანწყობილია ჩვენდამი და ასეთივე მოხარული იყო ჩვენი პატარა ქალიშვილის ნახვით. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები
ისინი, ვისაც სჯერათ, რომ შეუძლიათ მთავრობაში მონაწილეობა, ოცნებობენ უაზრო ოცნებებზე. |
ციტატის წყარო: imdb ნიკოლოზ II-ის ციტატები