შინაარსზე გადასვლა

ნოე ჟორდანიას მიერ ტაო-კლარჯეთის თურქეთისათვის გადაცემა

ვიკიციტატიდან

ნოე ჟორდანიას მიერ ტაო-კლარჯეთის თურქეთისათვის გადაცემა 1921 წელს

  • 1921 წლის 23 თებერვალს, როდესაც რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს,
  • თურქეთმა(ანგარის მთარობამ) საქართველოს (ნოე ჟორდანიას მთავრობას) ტაო-კლარჯეთის: ართვინის, არტაანის(არდაგანის) და ოლთისის ოლქების დაცლა და თურქეთისათვის გადაცემა მოსთხოვა
  • პ.ს რა თქმა უნდა თურქეთმა ისარგებლა რუსეთ-საქართველოს ომით და 1921 წლის 21 თებერვლის მომენტით:თბილისის დაცემით.
  • ნოე ჟორდანიას მთავრობა, რომელიც რუსეთის თავდასხმისა და თბილისის დაცემის გამო გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა- ართვინის,არტაანისა და ოლთისის ოლქების (ანუ ტაო-კლარჯეთის) თურქეთისადმი გადაცემას იმ პირობით დასთანხმდა, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენდა, და ნოე ჟორდანიას ხელისუფლებას შეუნარჩუნებდა. (ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი თურქეთი უნდა გამხდარიყო). ნოე ჟორდანიასთვის თურქეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანა იყო.
  • სწორედ ამავე დღეს 1921 წლის 23 თებერვალს თურქეთმა - საქართველოს მთავრობის თანხმობითა და თურქეთისადმი ოლქების გადაცემასთან დაკავშრებით მწვანე შუქის ანთებით: ართვინში,არტაანსა და ოლთისში (ტაო-კლარჯეთში) საკუთარი ჯარების შეყვანა დაიწყო.
  • ართვინის,არტაანისა და ოლთისის ოლქების (ტაო-კლარჯეთის) ნოე ჟორდანიას მთავრობის მიერ თურქეთისადმი გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მოსახლეობაში სპეციალური მიმართვა გაავრცელა:
  • ,, მოქალაქენო! სომხებისა და რუსეთის ჯარები თბილისთან საშინლად დამარცხდნენ, (პ.ს არადა 1921 წლის 21 თებერვალს თბილისი დაეცა),
  • ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია მას, დამარცხებულს მისდევს, მაგრამ დიდ საშიშროებას კიდევ არ გაუვლია, ბრძოლა ეხლა დაიწყო,
  • ამ დროს ერთმა ჩვენმა მეზობელმა ანგორას მთავრობამ (თურქეთმა) სადაოდ გახადა ართვინის,არტაანისა და ოლთისის ოლქების საკითხი,
  • ჩვენ ყოველთვის გულწრფელი მეგობრობა გვინდოდა და გვინდა ანგორის მთავრობასთან (თურქეთთან),
  • რომ არ დაირღვეს ეს კარგი მეზობლური განწობილება, ჩვენი მთავრობა (ნოე ჟორდანის მთავრობა) დასთანხმდა ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქების დაცლაზე და იქ მმართველობის ანგორის ანუ თურქეთის ხელში გადაცემაზე.
  • ჩვენ გვჯერა, რომ მიუდგომელი საერთაშორისო სასამართლო მშვიდობიანი გზით გადასწყვეტს ამ ოლქების საკითს ისე, რომ დაცული იქნება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები.
  • თქვენ მოქალაქენო! მოგიწოდებთ დაიცვათ წესიერება და განაგრძეთ თქვენი ყოველდღიური მშვიდობიანი მუშაობა. "
  • ნოე ჟორდანია ოფიცუალური დოკუმენტები, სიტყვები და გამოსვლები - 2018 წ.