ოთარაანთ ქვრივი
იერსახე
ოთარაანთ ქვრივი
ციტატები
[რედაქტირება]- „ფიქრი, რაკი ერთხელ ასე თუ ისე გამოიკვანძა, თოვლის გუნდასა ჰგავს, მთის წვერიდამ დაქანებულს: რაც დიდ მანძილზე მიჰგორავს, უფრო ძლიერდება, უფრო ჰმატულობს, უფრო ჰდიდდება. თუ კაცმა არ დააყენა, ზვავად იქცევა და სხვას ყველაფერს თან გაიტანს. ოთარაანთ ქვრივსაც ასე მოუვიდა. დაუგუნდავდა ფიქრი, შვილის სიყვარულმა ხელი ჰკრა და დააგორა იმ მაღალ მთიდამ, საცა მარტო ჭეშმარიტი დედა-შვილური სიყვარული ჰსადგურობს. რა გაუძლებდა!..“
- „მე აბუჩად წიგნებს კი არა, ჩემს თავს ვიგდებ: არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭ-ქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია. ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია. ეს ტყუილი თაკილი...“
- „ამას იქით ჭკუა იცოდე: შენ რომ ცუდკაცობდე, კაი-კაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.“