შინაარსზე გადასვლა

ომარ ხაიამი

ვიკიციტატიდან

ომარ ხაიამი, სრული სახელი — ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი (დ. 1048 – გ. 1122) — სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ის, ვისაც ცხოვრებამ დაარტყა, მეტს მიაღწევს. მარილიანი გზა უფრო მეტად აფასებინებს თაფლის სიტკბოს. ვინც ცრემლებს ღვრიდა, მისი სიცილი უფრო გულწრფელია. ვინც სიკვდილს ებრძოდა, მან იცის, რას ნიშნავს სიცოცხლე!

  •  

ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა.
ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა...

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა და ამავდროულად განუზომლად დიდი.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

რაც უფრო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ვაღმერთებთ მათ, ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ნუ გშურს მათი, ვინც ძლიერი და მდიდარია. აისს ყოველთვის მოჰყვება დაისი. ამ მოკლე ცხოვრებას, ჩასუნთქვის წამის მსგავსად, მოეპყარი, როგორც დროებით ნათხოვარს.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს. სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს. ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდო. ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე. სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას. გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ ჩაიდინო ბოროტება - ბუმერანგივით დაგიბრუნდება.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყალი ხომ უნდა დალიო.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ შეურაცხყო ის, ვინც რანგით დაბლაა, იქნებ მოვიდეს და რაიმე ითხოვოს.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ უღალატო მეგობრებს, მათ ვერავინ შეცვლის.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ დაკარგო საყვარელი ადამიანები, ვეღარ დაიბრუნებ.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ მოატყუო საკუთარი თავი, დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ ამ ტყუილით შენ თავსვე ღალატობ.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ამ ბნელ სამყაროში მხოლოდ სულიერი სიმდიდრე ჩათვალე ჭეშმარიტებად, ის არასოდეს გაუფასურდება.

|- |   | ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

მეგობარო, მოდი „ახლა“ დაიმახსოვრე, რომ „ხვალ“ არ არსებობს.

  •  

შენ ამოცოცდი ტალახიდან თავადებში და უცბად თავადი გახდი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ არ დაიღუპო - თავადი მოკვდავია, ტალახი სამუდამო.

  •  

რა არის ცხოვრება? - ბაზარი, მეგობარს ნუ ეძებ მანდ. რა არის ცხოვრება? - ვნება, წამალს ნუ ეძებ მასში. არ შეიცვალო, მუდამ გაიღიმე, მაგრამ ხალხისგან ნუ ელი ღიმილს.

  •  

ის, ვინც გონებას მიჰყვება, ხარს წველის. ჭკვიანს ალბათ მოჰკლავენ. ჩვენს დროში სასარგებლოა იყო სულელი, რადგან გონება ნივრის ფასი ღირს.

  •  

მას, ვისაც სურს სიმშვიდე სიყვარულში, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად; მას, ვისაც სიყვარულზე არც კი სმენია, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად.

  •  

ნუ ამბობ, რომ მამაკაცი მექალთანეა, ის რომ ერთადერთზე ყოფილიყო შეყვარებული, თქვენამდე ვერ მოაღწევდა.

  •  

ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნურც განირიდებ იმას, რაც მოდის, მაშინ აღმოაჩენ შენს ბედნიერებას.

  •  

იყავი ცეცხლივით ცხელი, იყავი წყალივით გამჭვირვალე, ნუ შეეცდები ყოველგვარი ქარის მორჩილ მტვრად იქცე.

  •  

საყვარელ ადამიანში გვიყვარს მისი ნაკლოვანებაც, ხოლო საძულველ ადამიანში გვძულს მისი სიმდიდრეც.

  •  

რა პატარაა ადამიანის ენა და ამ დროს რამდენი ცხოვრება დაანგრია.

  •  

ამ ქვეყნად მხოლოდ სულიერი სიმდიდრე დააფასე, რადგან ის არასოდეს გაუფასურდება.

  •  

შეიძლება მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, შესაძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს საყვარელი, მაგრამ შეუძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელიც შეყვარებულია.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ომარ ხაიამი