ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი (დ. 25 ივნისი, 1903, მოტიჰარი, ინდოეთი; გ. 21 იანვარი, 1950, ლონდონი), ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ არტურ ბლერი (Eric Arthur Blair) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი.
ციტატები
[რედაქტირება]ლონდონისა და პარიზის ფსკერზე
[რედაქტირება]- ნოდარ მანჩხაშვილის თარგმანი, ქარჩხაძის გამომცემლობა, 2021 წელი
- მეტისმეტად უცნაური ხალხი ცხოვრობდა ჩვენს სასტუმროში. პარიზის ჯურღმულები ასეთი ადამიანების შეკრების ადგილია, მარტოსული ადამიანებისა, რომლებმაც ცხოვრების გიჟურ მსვლელობას ვერ გაუძლეს და ხელი აიღეს ყველანაირ მცდელობაზე, ნორმალურებად დარჩენილიყვნენ. სიღარიბე მათ ქცევის მიღებული სტანდარტებისგან ათავისუფლებს, ზუსტად ისე, როგორც ფული ათავისუფლებს ადამიანს შრომისგან.
- თავი 1
- მე ჩვენი კვარტალის ბინადრების აღწერას ვცდილობ არა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ამ ამბის ნაწილია. სიღარიბეა ის, რის შესახებაც ვწერ, სიღარიბეს კი პირველად სწორედ ამ ჯურღმულებში შევხვდი. ეს ჯურღმულები, აქაური სიბინძურითა და უცნაური ხალხით, პირველ რიგში სიღარიბის გაკვეთილი იყო ჩემთვის, შემდეგ კი ჩემი საკუთარი ცხოვრებისა და განცდების ფონად იქცა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ როგორი იყო ცხოვრება ასეთ ადგილას.
- თავი1
- ოჰ, ეს სიღარიბე, სიდაბლე, ეს იმედგაცრუება ადამიანის ცხოვრებაში! რამეთუ სინამდვილეში — car en realite — რა არის სიყვარულის უზენაესი მომენტის ხანგრძლივობა? არაფერი, წამი, უფრო ნაკლებიც, ალბათ. ექსტაზის ერთი წამი და შემდეგ — მტვერი, ფერფლი, არაფერი.
- თავი 2
- უნდა ითქვას, რომ სიღარიბესთან პირველი შეხება საკმაოდ საინტერესოა. სიღარიბეზე ბევრი გიფიქრიათ, ესაა, რისიც მთელი ცხოვრება გეშინიათ, მთელი ცხოვრება ფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან მოვა, ხოლო როცა მართლაც მოვა, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში სრულიად სხვანაირია: თქვენ გეგონათ, რომ სიღარიბე მარტივია, სინამდვილეში კი ყველაფერი უკიდურესად ჩახლართულია. გეგონათ, რომ საშინელია, ის კი, უბრალოდ, მოსაწყენია. სამაგიეროდ, მალე აღმოაჩენთ, რომ ღარიბი ადამიანი საწყალია, საცოდავი, შენიშნავთ ცვლილებებს საკუთარ თავში, აღმოაჩენთ, რომ საშინლად ძუნწი ხდებით და წესიერებისა და პატიოსნების შენარჩუნებაც სულ უფრო გიჭირთ.
- თავი3
- როცა სიღარიბეს უახლოვდები, ერთ ისეთ რამეს აღმოაჩენ, რაც სხვა აღმოჩენებს გადაწონის. აღმოაჩენ მოწყენილობას, ტყუილების გარდაუვალობასა და შიმშილობის დასაწყისს, მაგრამ ასევე აღმოაჩენ სიღარიბის ერთ საოცარ, შვების მომგვრელ თვისებას: მომავალი ქრება. გარკვეულწილად მართალია, რომ, რაც ნაკლები ფული გაქვს, მით ნაკლებს ღელავ. როცა ჯიბეში ასი ფრანკი გიდევს, გეშინია, პანიკის ზღვარზე ხარ. თუ სულ სამი ფრანკი გაქვს, თითქმის აღარაფერი გაღელვებს. სამი ფრანკი ხვლამდე დაგანაყრებს, ამაზე შორს კი ვეღარ ფიქრობ. კი ბატონო, მოწყენილი ხარ, სამაგიეროდ, არ გეშინია. თავში ზარმაცი ფიქრი ფუთფუთებს: „ხვალ-ზეგ ალბათ შიმშილი მომიწევს... რა საშინელებაა, არა?“ შემდეგ კი გონება სხვა საკითხებზე გადაერთვება. პურისა და მარგარინის დიეტას. უნდა ვაღიროთ, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. და არის კიდევ ერთი გრძნობა, რომელიც ღარიბს ნუგეშად ევლინება. დარწმუნებული ვარ, ის ყველას აქვს გამოცდილი, ვისაც კი მძიმე ცხოვრება უნახავს. ესაა შვება, თითქმის სიამოვნება იმის გაცნობიერებისგან, რომ ახლა ნამდვილად ფსკერზე ხართ. რამდენჯერ გითქვამთ, რომ ერთხელაც იქნება და ფსკერზე დაეშვებით — და აი, ახლა აქა ხართ, ფსკერს მიაღწიეთ, და მაინც ისევ ორი ფეხზე დგახართ. ეს კი მართლაც ძალიან ამშვიდებს.
- თავი 3
- ჭუჭყი და სიბინძურე ჩვეულებრივი მოვლენაა სასტუმროებსა და რესტორნებში, რადგან საკვების ხარისხი მსხვერპლად ეწირება პუნქტუალობასა და გარეგნულ სილამაზეს. სასტუმროს თანამშრომელი იმდენად დაკავებულია საჭმლის მომზადებით, აღარც ახსოვს, ეს საჭმელი კლიენტმა რომ უნდა მიირთვას. ყოველი კერძი მათთვის მხოლოდ „შეკვეთაა“, ზუსტად ისე, როგორც კიბოთი დაავადებული ადამიანი ექიმისთვის — მხოლოდ ერთი კონკრეტული „შემთხვევა“... ჩვენს სასტუმროში სუფთად მხოლოდ იმ კერძებს ამზადებდნენ, თანამშრომლებისა და სასტუმროს მფლობელისთვის რომ იყო განკუთვნილი. ყველა თანამშრომელს ახსოვდა მთავარი დევიზი: „ასიამოვნე სასტუმროს მფლობელი, კლიენტები წყალსაც წაუღია!“
- თავი 14
- პლონჟერი ერთ-ერთია თანამედროვე სამყაროში მცხოვრები მონებიდან. მისი შეცოდება არაა საჭირო, რადგან ის დაბალი კვალიფიკაციის სხვა თანამშრომლებზე უკეთ ცხოვრობს, თუმცა ნამდვილად არაა მონებზე უფრო თავისუფალი, რომელთაც ყიდულობდნენ და ყიდდნენ. მისი შრომა მონურ მორჩილებას მოითხოვს და სრულიად დაცლილია რაიმე სახის შემოქმედებისგან. მას ზუსტად იმდენს უხდიან, რომ შიმშილით არ მოკვდეს. თავისუფალი დრო მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ აქვს. ცოლის მოყვანა არ შეუძლია, ხოლო თუ დაქორწინდა, მისი ცოლიც უნდა მუშაობდეს, თუ სასწაული არ მოხდა, ამ ცხოვრებიდან თავის დაღწევის შანსი არა აქვს, ციხეს თუ არ ჩავთვლით. დღეს პარიზში არიან უნივერსიტეტის დიპლომიანი ადამიანები, დღეში ათ ან თხუთმეტ საათს თეფშების რეცხვაში რომ ატარებენ. ვერავინ იტყვის, რომ ეს მათი სიზარმაცის ბრალია, რადგან პლონჟერი ზარმაცი ვერ იქნება. ისინი ჩაითრია რუტინამ, რომელიც ფიქრს შეუძლებელს ხდის, პლონჟერები რომ ფიქრობდნენ, დიდი ხნის წინათ ჩამოაყალიბებდნენ პროფკავშირს და გაფიცვას გამოაცხადებდნენ შრომის უკეთესი პირობების მოთხოვნით. თუმცა, არ ფიქრობენ, რადგან ამისთვის დრო არა აქვთ. ცხოვრებამ ისინი მონებად ჩამოაყალიბა.
- თავი 22
- რა თქმა უნდა, სასტუმროები და რესტორნენი უნდა არსებობდეს, მაგრამ სულაც არაა საჭირო, ამდენი ადამიანი ამისთვის მონურ ცხოვრებას ეწეოდეს. მათი შრომა სულაც არ არის არსებითად მნიშვნელოვანინ სასტუმროსთვის. სასტუმროსთვის მთავარია, ყველანაირი ხრიკებით კლიენტს ფუფუნება აჩვენოს. ეს კი, სინამდვილეში, იმას ნიშნავს, რომ პერსონალმა მეტი იშრომოს და კლიენტებმა მეტი გადაიხადონ. რეალური სარგებელი ამისგან მხოლოდ მესაკუთრეს აქვს, რომელიც შედეგად მდიდრულ ვილას ყიდულობს ზღვის პირას, პრესტიჟულ ადგილას. „მდიდრული“ სასტუმრო ის ადგილია, სადაც ასი ადამიანი წელებზე ფეხს იდგამს, რათა ორასმა სხვამ ძალიან ძვირი გადაიხადოს იმაში, რაც სინამდვილეში არც სჭირდებათ
- თავი 22
- კატონი ამბობდა, რომ მონა უნდა შრომობდეს ყოველთვის, როცა არ სძინავს. სულ ერთია, მისი შრომა საჭიროა თუ არა, მან უნდა იმუშაოს, რადგან შრომა თავისთავადაა კარგი — მონებისთვის მაინც. ეს მოსაზრება დღესაც ცოცხალია და სწორედ ისაა ამდენი უსარგებლო შრომის საფუძველი.
- თავი 22
- უსარგებლო შრომის შენარჩუნების ინსტიქტი, ძირისძირში, მხოლოდ და მხოლოდ ბრბოს შიშია. ბრბო აღიქმება, როგორც დაბალგანვითარებული ცხოველების ერთიანობა, რომლებიც საშიშები ხდებიან, როცა არ მუშაობენ. ამიტომ ჯობია, სულ ვამუშაოთ, რათა ფიქრის დრო არ დავუტოვოთ. მდიდარი ადამიანი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე მსჯელობისას დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს: — ჩვენ ვიცით, რომ სიღარიბე ცუდია. ზოგჯერ სინდისიც კი გვქენჯნის როცა მასზე ვფიქრობთ. თუმცა, არ გეგონოთ, რომ რამეს შევცვლით. ჩვენ გვეცოდება დაბალი ფენები, ისევე, როგორც გვეცოდება კატა, რომელსაც კანის დაავადება აქვს, მაგრამ ვერაფრით დავუშვებთ თქვენი ცხოვების პირობების ვერანაირ გაუმჯობესებას. ჩვენი აზრით, ასეთ პირობებში ცხოვრება თქვენთვის გაცილებით უსაფრთხოა. არსებული მდგომარეობა ჩვენ გვაწყობს და არ ვაპირებთ რისკის გაწევას თქვენი გათავისუფლებისთვის, ან, თუნდაც, სამუშაო დღის მხოლოდ ერთი საათით შესამცირებლად. ასე რომ, ძვირფასო ძმებო, ჩვენ რომ იტალიაში ვიმოგზაუროთ, ამისთვის თქვენი ოფლის ღვრაა საჭირო, იმუშავეთ და ჯანდაბამდე გზა გქონიათ!
- თავი 22
- პლონჟერი მონაა, უსარგებლო მონა, რომელიც სულელურ და მეტწილად არააუცილებელ სამუშაოს ასრულებს. მას ხანგრძლივად ამუშავებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სახიფათო გახდება, თუ ცოტა თავისუფალი დრო გამოუჩნდა. ის განათლებული ხალხი კი, ვინც მის მხარეს უნდა იყოს, ამ პროცესს მისაღებად მიიჩნევს, რადგან არაფერი იცის პლონჟერის შესახებ და, შესაბამისად, მისი ეშინია.
- თავი 22
- აშკარა იყო, რომ ბოზოს საბოლოოს მათხოვრობა და რომელიმე თავშესაფარში სიკვდილი ელოდა. ამის მიუხედავად, ვერც შიშს შეატყობდით, ვერც სინანულსა და საკუთარი თავისადმი სიბრალულს. სრულად ჰქონდა გააზრებული თავისი მდგომარეობა და საკუთარი ფილოსოფიაც კი ჩამოეყალიბებინა. როგორც ამბობდა, მათხოვრობა მისი შეცდომების შედეგი არ იყო, ამიტომაც ამის გამო თვითგვემას ან ნერვიულობას არ აპირებდა. ის საზოგადოების მტერი იყო და კანონსაც დაარღვევდა, თუ შესაძლებლობა მიეცემოდა. პრინციპულად უარს ამბობდა ფულის დაზოგვაზე. ზაფხულის განმავლობაში არაფერი დაუგროვებია, მთელ მოგებას სასმელზე ხარჯავდა, ქალები კი საერთოდ არ აინტერესებდა. თუ ზამთარში ფული არ ექნებოდა, მაშინ მასზე ზრუნვა საზოგადოების ვალდებულება გახდებოდა. ბოზო მზად იყო, ესარგებლა საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ მისგან მადლიერებას არ მოელოდნენ. თავს არიდებდა რელიგიურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რადგან, მისი თქმით, ერთი ნაჭერი პურის გამო რელიგიური ჰიმნების სიმღერა არ შეეძლო. მის ღირსების კოდექსში კიდევ ბევრი მუხლი იყო. მაგალითად, კატეგორიულ უარს ამბობდა მიწიდან სიგარეტის ნამწვის აღებაზე, რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო. ბოზო საკუთარ თავს სხვა მათხოვრებზე მაღლა აყენებდა, იმათზე მაღლა, ვისაც, მისი თქმით, წესიერი უმადურობის უნარიც კი არ ჰქონდა.
- თავი 30
- [ბოზო] სიღატაკეს თავს არასდროს აჩაგვრინებდა. ცუდად ეცვა, ზოგჯერ სციოდა და შიოდა, მაგრამ სანამ შეძლო კითხვა, ფიქრი და მეტეორებზე დაკვირვება, ის, როგორც თვითონ ამბობდა, თავისუფალ ადამიანად რჩებოდა. ის კატეგორიული ათეისტი იყო და ერთგვარ სიამოვნებასაც იღებდა იმაზე ფიქრით, რომ კაცობრიობა თავისი ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ შეძლებს. როგორც ამბობდა, ზოგჯერ, სანაპიროზე ძილისად, მარსისა და იუპიტერის დანახვა ანუგეშებდა და იმაზე ფიქრი, რომ ალბათ იქაც იყვნენ უიღბლონი, მდინარის ნაპირზე რომ ათევენ ღამეს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო თეორია ჰქონდა. ამ თეორიის თანახმად, დედამიწაზე ცხოვრება იმიტომაა ძნელი, რომ პლანეტაზე არსებობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები არა არის. მარსი, თავისი კლიმატითა და წყლის დეფიციტით, უფრო ღარიბი უნდა იყოს, იქ ცხოვრება კი — უფრო რთული. თუ დედამიწაზე ადამიანს ექვსი პენსის მოპარვისთვის ციხეში სვამენ, მარსზე ამისთვის ალბათ ცოცხლათ მოგხარშავენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს აზრი მას ამხნევებდა, ბოზო ძალიან უჩვეულო ადამიანი იყო.
- თავი 30
- ჩვენ ვამბობთ, რომ მათხოვრები არ შრომობენ. დავფიქრდეთ, რა არის შრომა? გლეხი თოხით მიწას აფხვიერებს. ბუღალტერი რიცხვებს კრებს. მათხოვარი ქუჩაში დგას ნებისმიერ ამინდში, ავადდება ვენების ვარიკოზით, ქრონიკული ბრონქიტით და ა. შ. ეს ისეთივე შრომაა, როგორც ნებისმიერი სხვა. უსარგებლო შრომაა, რა თქმა უნდა, თუმცა, ბევრი სხვა საქმიანობაც არანაკლებ უსარგებლოა. ამასთან, მათხოვარი, როგორც სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, გარკვეული თვალსაზრისით, სხვა ჯგუფებს სჯობნის კიდეც — პატიოსანია მედიკამენტების გამყიდველთა უმრავლესობასთან შედარებით, უფრო მორალურია, ვიდრე კვირის გაზეთის მფლობელი, უფრო თავაზიანი, ვიდრე მაღაზიის გამყიდველი — მოკლედ, პარაზიტია, მაგრამ სრულიად უვნებელი პარაზიტი. ის იშვიათად იღებს საზოგადოებისგან იმაზე მეტს, რაც არსებობისთვის სჭირდება, და ამის საზღაურს მუდმივი ტანჯვით იხდის. ჩემი აზრით, არ არსებობს არაფერი, რის მიხედვითაც მათხოვრები ადამიანთა ცალკე კლასს უნდა მივაკუთვნოთ და რაც დანარჩენ კაცობრიობას მათი დამცირებისა და ზიზღის მიზეზს აძლევს. თუ ასეა, ჩნდება კითხვა — რატომ გვეზიზღება მათხოვრები? დამწმუნებული ვარ, მიზეზი მათი დაბალი შემოსავალია. სინამდვილეში, არავის აინტერესებს, სასარგებლოა ვინმეს შრომა თუ უსარგებლო, პროდუქტიულია თუ პარაზიტული. მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ შრომა მომგებიანი იყოს. ამდენს ვლაპარაკობთ ენერგიის, ეფექტიანობის, სოციალური სერვისებისა და მსგავსი რამეების შესახებ, სინამდვილეში კი ამ ლაპარაკის ერთადერთი აზრია: „გააკეთე ფული, ლეგალურად და ძალიან ბევრი“. ფული გახდა ღირსებისა და პატივისცემის მთავარი საზომი. ამ თვალსაზრისით მათხოვრები სხვებს ჩამორჩებიან და სწორედ ამიტომ ითვლებიან გარიყულებად და უღირსებად. რომელიმე მათგანმა კვირაში ათი გირვანქაც რომ იშოვოს, მათხოვრობა მაშინვე რესპექტაბელურ პროფესიად გადაიქცევა. თუ რეალისტურად შევხედავთ, მათხოვარი ჩვეულებრივი ბიზნესმენია და შემოსავალს იღებს მისთვის ხელმისაწვდომი გზით, სხვა ბიზნესმენების მსგავსად. ის არ ყიდის თავის ღირსებას. მან, უბრალოდ, შეცდომა დაუშვა, როცა აირჩია პროფესია, რომლით გამდიდრებაც შეუძლებელია.
- თავი 31
- აქ მთავრდება ჩემი ამბავი. საკმაოდ ტრივილური ამბავია და იმედს ვიტოვებ, რომ ისეთივე ინტერესით წაიკითხეთ, როგორც მოგზაურობის დღიურებს კითხულობენ ხოლმე... ამჟამად მაქვს გრძნობა, რომ სიღატაკის მხოლოდ მცირე ნაწილი დავინახე, თუმცა, მაინც შემიძლია ჩამოვთვალო, რაც მძიმე ცხოვრებამ მასწავლა: აღარასოდეს ვიფიქრებ მაწანწალებზე, როგორც გაიძვერა ლოთებზე, არასდროს მოვთხოვ მადლიერებას მათხოვარს, რომელსაც ერთ პენსს მივცემ, არც ის გამიკვირდება, თუ უმუშევარ ადამიანს სხეულში ენერგიის ნასახიც არ ექნება შერჩენილი, აღარასოდეს შევწირავ ფულს ხსნის არმიას, ყოველთვის გამოვართმევ ქუჩაში სარეკლამო ფურცლებს, და ვეღარასოდეს ვისიამოვნებ მდიდრულ რესტორანში სადილით. და ეს დასაწყისია.
- თავი 37
ცხოველების ფერმა
[რედაქტირება]მაშ განა დღესავით ნათელი არ არის, ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის? |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იღწვის. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ჩვენი ცხოვრება, საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
გააქრეთ ადამიანი და ამით საბოლოოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ჭეშმარიტი ბედნიერება მკაცრ შრომასა და მომჭირნე ცხოვრებაში მდგომარეობს. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ, რადგან შიმშილი, სიძნელეები თუ გულისაცრუება, ცხოვრების მარადუცვლელი წესია. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ღორებისა და ადამიანების ინტერესები არასდროს დაპირისპირებიან და არც უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც წესი ცდილობს ქმედითი კონტროლო გაუწიოს არა მხოლოდ ქცევას, არამედ მათ აზრებსაც და გრძნობებსაც. |
ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“
1984
[რედაქტირება]მომავალს ან წარსულს – იმ დროს, როცა აზრი თავისუფალი იქნება, როცა ადამიანები სხვადასხვანაირები იქნებიან და არ იქნებიან ეულნი, იმ დროს, როცა ჭეშმარიტება იარსებებს და ის, არც გაკეთდება, ვეღარ მოისპობა. |
ციტატის წყარო: „1984“
ყოველი აქტი ხომ ჩანასახშივე ატარებს თავის შედეგებს. |
ციტატის წყარო: „1984“
ადამიანის უპირველესი მტერი მისი ნერვიული სისტემაა. |
ციტატის წყარო: „1984“
თუ სადმე არსებობს იმედი, – მხოლოდ პროლემებშია. |
ციტატის წყარო: „1984“
სიბერეს დიდი უპირატესობა აქვს. ბევრი რამე აღარ გადარდებს, მათ შორის ქალებიც და ეს ბევრს ნიშნავს. |
ციტატის წყარო: „1984“
არქიტექტურიდან ისევე ვერ ისწავლი ისტორიას, როგორც წიგნებიდან. |
ციტატის წყარო: „1984“
კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს. |
ციტატის წყარო: „1984“
საუკეთესო წიგნები ისინია, რომლებიც ისეთ რამეს გეუბნებიან, რაც უკვე იცოდი. |
ციტატის წყარო: „1984“
წარსული არის ის, რაზეც ჩანაწერები და მეხსიერება შეთანხმდნენ. |
ციტატის წყარო: „1984“
რაც მეტია გაგება მით მეტია ცდომილება; რაც უფრო გონიერია კაცი მით უფრო არანორმალურია. |
ციტატის წყარო: „1984“
მარტომყოფი, თავისუფალი ადამიანი მუდამ მარცხდება. |
ციტატის წყარო: „1984“
ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე, მათ სხეულზეც რასაკვირველია, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ გონებაზე. |
ციტატის წყარო: „1984“
შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე. ის ვერ იარსებებს. |
ციტატის წყარო: „1984“
რაც უფრო მცირე არჩევანია, მით ნაკლებია აზროვნების ცდუნება. |
ციტატის წყარო: „1984“
ამ ომში ყველას ნასროლი ყველას ცდებოდა, როცა კი ეს ადამიანურად შესაძლებელი იყო. |
ციტატის წყარო: პატივი კატალონიას
ჩვენს სამყაროში მხოლოდ შიში, აგრესია, ტრიუმფი და თავის დამცირება იმეფებს. |
ომი მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა,უცოდინრობა კი - ძალა. |
დიდი ძმა შენ გიყურებს. |
ყოველი შემოკლება წარმატებაა, რაც ნაკლები სიტყვები გაქვს ასარჩევი, მით ნაკლებად ფიქრობ. |
საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებაა. |
ომის დამთავრების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა. |
თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია. |
ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს. |
ცხოვრებას მხოლოდ ერთი სიმსუბუქე შეუძლია მოგანიჭოს - ნაწლავების სიმსუბუქე. |
გაავებული ათეისტის რწმენა ღმერთის მიმართ უფრო სუსტია, ვიდრე მრისხანება მის მიმართ. |
ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ ჰსურს, ამიტომაც ძალაუფლება არანორმარულების ხელშია. |
შესაძლოა კაცობრიობის პროგრესი მხოლოდ ჩვენი ილუზიაა. |
თუ ცხოვრების მთავარი აზრი არა ღირსება და სინდისი, არამედ განვლილი და გასავლელი დღეების რაოდენობაა, მაშინ რა აზრი აქვს როდის მოკვდები? |
მასებში ადამიანები სუსტნი და მშიშრები არიან, თავისუფლებისთვის მოუმზადებელნი და სიმართლის მოშიშარნი, ანუ საჭიროა ვინმე ძლიერი, რომელიც მართავს და მოატყუებს მათ. |
ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი იმ შემთხვევეაში თუ ისინი ბედნიერებას ცხოვრების მიზნად არ დაისახავენ. |
კრიტიკულ მომენტში ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის და არა გარემოებას. ასეთ მომენტში ხვდები, რომ შენ იზრდები და მთელი სამყარო შენ ხარ. |
მათ გადაჰქონდათ მზერა ღორიდან ადამიანზე, ადამიანიდან ღორზე და იმის გაგება თუ რომელი რომელი იყო შეუძლებელი ხდებოდა. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- George Orwell Islington 1946 - photo, with his son.
- Novels of Orwell online
- Orwell Site on k-1.com
- 1984: Online Edition
- Orwell Web Ring