ოსკარ უაილდი

ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde) (*16 ოქტომბერი, 1854 – 30 ნოემბერი, 1900) — ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი.
ციტატები
[რედაქტირება]“ცინიკოსი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არაფრის ღირებულება არ ესმის. სენტიმენტალისტი კი არის ის, რომელიც ყველაფერში სულელურ ღირებულებებს დაეძებს და ვერაფრის საბაზრო ფასი ვერ გაუგია”(“იდეალური ქმარი”). “ქალსა და კაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია. ვნება , ტრფობა , მტრობა – მაგრამ არა მეგობრობა”.(“ლედი უინდერმარის მარაო”). “მეოცნებესავით იყურები. არ უნდა იოცნებო, მხოლოდ ავადმყოფები ოცნებობენ”.(“სალომეა”) მე ჩემი გენიალურობა ჩემს ცხოვრებაში ჩავდე. ხოლო რაც შეეხება ჩემს ნიჭს, იგი ჩემივე ნაშრომებშია.
„მე მიყვარს საკუთარი თავის მოსმენა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს საათობით და იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ამ ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ ვიგებ.“ |
გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი - აი, ეს არის ხელოვნების მიზანი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გრძნობით შექმნილი ყოველი სურათი ხელოვანის სულიერი ჩანაფიქრის ანარეკლია და არა ნატურისა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარულის ტრაგედიას მხოლოდ ისინი ეზიარებიან, რომელთაც ვერაგობის უნარი შესწევთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
საერთოდ, ქალები სილამაზეს ვერ აფასებენ, მით უფრო სათნო და კეთილი საქმით დაინტერესებული ქალები. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ, რომ იცოდეთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუმე წყალში. ის ღვთიური და ამასთანავე უზენაესი უფლების მატარებელია. და მეფური უფლებით აღჭურვა მხოლოდ მათ რგებიათ წილად, ვინც მისი მფლობელი იქნება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება. სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო მხოლოდ ხილვადშია და არა უხილავში. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოთაც ასევე დარჩება. თქვენ პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამ და ბილწ, არაფრისმაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელთ. ნუ გაჰყვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ იმ წარმტაცი და მომხიბვლელი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ... |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სამყარომ მშობიარე ქალის მძიმე ტკივილები უნდა გამოსცადოს, რათა თუნდაც სრულიად უბრალო ყვავილმა გაახილოს ამქვეყნად თვალი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩვეულებრივი ქალები ვერ აღაგზნებენ ადამიანის წარმოსახვას. მათ ხომ არ ძალუძთ თავისი საუკუნის ჩარჩოებს გასცდნენ. მათ სულიერ გარდაქმნას ვერავითარი ჯადოქრობა ვერ მოახერხებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სამყაროში არსებული ყოველგვარი გრძნობა ფასდაუდებელია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნას და გამოსწორებას უნდა შეეცადო. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით, ადამიანის სული კეთილშობილებით აღივსება ხოლმე. მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
კეთილშობილს, ან ნამდვილ ადამიანს ვუწოდებ ისეთს, ვინც ახერხებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან თანხმობით არსებობას, - მაგრამ, გწამდეთ, ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველ კულტურულ ადამიანისათვის, რომელიც მორჩილად და თავმოდრეკილად მიიღებს თავისი საუკუნის საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს, სწორედ ეს იქნება ამორალიზმის უსაშინლესი ფორმა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ამქვეყნად მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ძალუძთ მოხიბლონ და დაატყვევონ გული. ადამიანებს, რომელნიც მისნის ალღოთი სწვდებიან ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას და ადამიანებს, რომელთაც არავითარი წარმოდეგნა არა აქვთ ამაზე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალის პატივმოყვარეობას ისე არაფერი აამებს და აცხრობს, როგორც ცოდვილის რეპუტაცია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს ესაჭიროებათ წლები, რომ განცდები თავიდან მოიშორონ. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დასძლიოს, ასევე თავისუფლად შეუძლია იხსნას თავი უმძიმესი მწუხარებისაგან და სრულიად იოლად მიაგნოს ახალ სასიხარულო განცდებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ხელოვნება გაცილებით უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გუშინ შეჩერდა, მაგრამ მწვავედ შევიგრძნობთ, რომ განწირულნი ვართ უიმედოდ, რადგან დაუსრულებლად უნდა ვხარჯოთ ენერგია, თავბრუდამხვევად ვიტრიალოთ ერთსა და იმავე დამქანცველ წრეში მისთვის ჩვეული სტერეოტიპული საქმიანობით. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ოდესღაც არსებული ბედნიერების მოგონებაშიც კი მუდამ თავისებური სიმწარეა ჩამარხული. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მანკიერება, ვიცი, ისეთი რამ არის, რაც ადამიანის სახეზე სამუდამო დაღს ტოვებს, მისი დაფარვა შეუძლებელია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანებს ხანდახან სწამთ, რომ საიდუმლოებით მოცული ბიწიერებანიც არსებობს ამქვეყნად, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თქვენ ისეთ ამბებზე მსჯელობთ, რომლის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ვნებით გატაცება ადამიანის გონებას ჩიხში ამწყვდევს, ფიქრის გასაქანს არ აძლევს და ყოველი მისი აზრი ერთ დახურულ რკალში ტრიალებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარულს სასიცოცხლო ძალას მხოლოდ განმეორება მატებს. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ განმეორება გადააქცევს დიდ გულისთქმას ხელოვნებად. ამის გამოა სწორედ, რომ სულში ახლად გაშლილი ყოველი გრძნობა კვლავ პირველი სიყვარულია. მხოლოდ გატაცების საგანი იცვლება, გრძნობა კი საუკუნოდ უცვლელი და განუმეორებელი რჩება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანი ყველაფერში პოულობს სიამოვნებას, რაც ჩვეულებად გადაექცევა ხოლმე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
არასოდეს ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, რის შესახებ სადილის შემდეგ საზოგადოებაში თავისუფლად არ შეგიძლია საუბარი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ვინც ცხოვრებას მხატვრის თვალით უყურებს, მის გონებას უთუოდ სული ცვლის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რა სარგებლობა ექნება ადამიანს... თუნდაც მთელი ქვეყნიერება მისცენ, თუ დაკარგავს... |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდული რჩება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანთა მოქმედებაზე გავლენის მოხდენა ხელოვნებას არ ძალუძს. ის მოქმედების სურვილს ადუნებს მხოლოდ და მეტისმეტი სიწმინდის განსახიერებაა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა არასგზით არ შემიძლია. უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალი გონებასა და სულზე მატერიის გამარჯვებას განასახიერებს, როგორც მამაკაცი ასახიერებს გონების გამარჯვებას მორალზე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ერთულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ. ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
პუნქტუალობა დროის ქურდია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით, მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ზნეობა პოზაა - ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ჩვენ ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვიტყუებთ, ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ლამაზი ქალები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ მახინჯი ქალები და ლამაზად შეღებილი ქალები. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული. |
ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში. |
ჩვენ ვცხოვრობთ ხანაში, როცა ყველაფერი არასაჭირო ჩვენი ერთადერთი საჭიროებაა. |
უნდა შეისრუტო ცხოვრების ფერები, მაგრამ არასდროს დაიმახსოვრო მისი დეტალები. დეტალები მუდამ ვულგარულია. |
მე შემიძლია გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა. |
და მაინც, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის? |
პრინციპებზე მეტად ადამიანები მიყვარს, ხოლო ადამიანები პრინციპების გარეშე ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია. |
მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება. |
ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფერისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა. |
მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ. |
უსულგულო და თავქარიანები არიან ისინი, ვისაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებას და თავდადებას უწოდებენ, ეს კი მხოლოდ ჩვეულება, ლეთარგია ან წარმოსახვის უქონლობის მიზეზია. |
სწორად განასკვული ჰალსტუხი პირველი სერიოზული ნაბიჯია ცხოვრებაში. |
მოხუცებს ყველაფერი სჯერათ, ხანშიშესულებს ყველასა და ყველაფერში ეჭვი შეაქვთ, მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან ყველაფერი. |
მარტოხელა კაცებს გვარიანი გადასახადები უნდა დაუწესდეთ- უსამართლობაა, ზოგი იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე სხვები. |
სულში იმალება ცხოველური ინსტიქტები, სხეულს კი გააჩნია წუთები, როდესაც ზეშთაგონებითაა აღსავსე. |
მე ვმუშაობდი ერთ-ერთი ჩემი მოთხრობის კორექტურაზე მთელ დილას და გადავწყვიტე, ტექსტიდან ამომეღო მძიმე. შუადღისას ის მძიმე თავის ადგილზე დავაბრუნე. |
ის, ვინც სულსა და სხეულს შორის რაიმე განსხვავებას ხედავს, არც ერთი გააჩნია და არც მეორე. |
