შინაარსზე გადასვლა

ოტია იოსელიანი

ვიკიციტატიდან

ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი 1930, სოფელი გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 14 ივლისი 2011, იქვე) — ქართველი პროზაიკოსი და დრამატურგი; საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი. იოსელიანი ნაყოფიერად მოღვაწეობდა ნოველისტიკასა და რომანიზმში (?); იგი წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. მის რომანებში ძირითადი თემა ომია, თუმცა ყურადღებას აქცევს ზნეობრივ-ეთიკურ საკითხებსაც. აქტიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობაში, ხოლო მისი ზოგიერთი ნაწარმოები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

ციტატები

[რედაქტირება]

შეუძლებელია, მთელს დედამიწაზე იყოს რაიმე იმაზე უკეთესი ─ როცა ბრუნდები იქ, სადაც გელოდებიან და უყვარხარ. სადაც თბილა და შუქი ანთია.

გული მწყდე­ბა, რომ ვკვდე­ბი და წაღ­მა მოტ­რი­ა­ლე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ვერ მე­ვეს­წა­რი - ისევ ამე­რი­კე­ლის და რუ­სის ხე­ლის და ნე­ბის შემ­ყუ­რე­ე­ბი ვართ და იმ­დე­ნი ღირ­სე­ბაც არ გაგ­ვაჩ­ნია, რომ რუსს ჩვე­ნი მიწა და წყა­ლი არ მივ­ყი­დოთ და მერე გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლებ­მა ამე­რი­კუ­ლი პუ­რის სა­მა­თხოვ­როდ არ გე­ვიშ­ვი­როთ ხელი...

  •  

„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, ─ რომ იტყვი და ხელებს დაიბან ─ იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.“

  ციტატის წყარო: რადიო ფორტუნა FM 106.9

  •  

„ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკვდარი ერების ძეგლია.“

  ციტატის წყარო: რადიო ფორტუნა FM 106.9

  •  

„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ...“

  ციტატის წყარო: რადიო ფორტუნა FM 106.9

  •  

„ვისაც არ მოსწყურებია – მისთვის წყალი უბრალო სითხეა; ვისაც არ ჰყვარებია – იმას არც უმღერია; ვისაც არ სტკენია – მას სიხარულის გაგება გაუჭირდება; ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.“

  ციტატის წყარო: “შპს გურ.ჯი”

  •  

„რეალურად, მამაკაცის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ქალი, სხვა ყველა დანარჩენი მისი ჩრდილები არიან.“

  ციტატის წყარო: “შპს გურ.ჯი”

  •  

„სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!“

  ციტატის წყარო: “შპს გურ.ჯი”

  •  

„ქალი შენს სამყაროში უნდა იხედებოდეს. ხომ არ შეიძლება ცოლ–ქმარი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, თუ ასეა, უკვე მონა ხდები. ოჯახს და შვილებს რა ვუყო, თორემ აღარ მინდა მისი დანახვაო, მეუღლე რომ იტყვის, მონობაა, აბა რა არის?!“

  ციტატის წყარო: “შპს გურ.ჯი”

  •  

„არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხარ.“

  ციტატის წყარო: “ჯორჯიან თაიმსი”

  •  

„ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.“

  ციტატის წყარო: “ჯორჯიან თაიმსი”

  •  

ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო, რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.

  ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006

  •  

ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.

  ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006

  •  

ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.

  ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006

  •  

საპატრონოა არა მხოლოდ ენა, არამედ მთელი ქვეყანა. რას დაამსგავსეს, ხომ ხედავთ. მტრისას, ჩვენ რომ დღეში ვართ. დანგრეული და დაქცეული საქართველო, თუმცა ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი მაინც სიტყვაა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით, ოღონდ ჯერ სიტყვაზე ვიზრუნოთ.

  •  

- ბატონო ოტია, „დიდების მემორიალს“ რას ერჩოდნენ, ხომ ვერ მეტყვით?
- რას გაიგებ გიჟებისას? ისე, გიჟსაც გააჩნია, მაგას გიჟიც არ იზავდა!

  •  

მე შენ გეტყვი, მდიდარი ენა არ გვაქვს, თუ სიტყვები გვაქვს საძებარი?! ეგ გვაქვს და ფასი არ ვიცით ამ საგანძურის. „ვეფხისტყაოსანში“ რაც სიტყვებია, არ გვყოფნის საწერად და სალაპარაკოდ?! რასაც ის არ ხმარობს, ჩვენ რატომ ვხმარობთ, თუკი იმ გენიოსს არ დაჭირვებია?!


ციტატები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან 📚

[რედაქტირება]