ოტო ფონ ბისმარკი

პრინცი ოტო ედუარდ ფონ ბისმარკი (დ. 1 აპრილი, 1815 - გ. 30 ივლისი, 1898) — გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ) , მეტსახელად „რკინის კანცლერი“. გამოირჩეოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონურობით.
ციტატები
[რედაქტირება]მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია. |
მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები. |
არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით. |
გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან. |
ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას, თავადვე დაიღუპავენ თავს. |
ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა „ევროპა“. |
კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის. |
თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა. |
ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო. |
