პითაგორა

პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος; დ. ძვ. წ. 580 — გ. 500) — იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. „პითაგორელები“ დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს ატარებს.
ციტატები
[რედაქტირება]დილას რომ გამოიღვიძებ, ჰკითხე საკუთარ თავს: „რა უნდა გავაკეთო?“ და ღამით კი, სანამ დაიძინებ, ჰკითხე მასვე: „რა გავაკეთე?“ |
დასაწყისი მთლიანის ნახევარია. |
ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება. |
მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს. |
ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო, იმიტომ რომ არ იცი, დაესწრები თუ არა მის ჩასვლას. |
ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა. |
ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე. |
ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა. |
რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ. |
პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ. |
დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს. |
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება]- აკაკი გელოვანი - „სიბრძნის სიმფონია“, 1989, თბილისი, გვ.45-47;
