პოლ ვერჰოვენი

პოლ ვერჰოვენი (დ. 18 ივლისი, 1938) — ნიდერლანდელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი, რომელიც მოღვაწეობს ჰოლანდიასა და აშშ–ში. მისი ფილმები ძირითადად ძალადობრივი და სექსუალური ხასიათისაა. ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა ფილმებით: ძირითადი ინსტინქტი (1992), ყველაფრის გახსენება (1990) და უჩინმაჩინი (2000).
ციტატები
[რედაქტირება]ვერ ვიტან სიტყვა „შედევრს“, თუმცა, შესაძლოა, დრო და დისტანცია მას ხანდახან ქმნიან ხოლმე. მაგრამ ის, ვინც თავისთვის ამბობს: „მე უნდა შევქმნა შედევრი“, ჩემი აზრით, უკანასკნელი იდიოტია. |
მე მომწონს, რომ ქრისტიანობა სასჯელის ერთ–ერთ ყველაზე საზარელ ფორმას, ჯვარცმას ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანობა ადამიანებზე ასეთ ზეგავლენას ვერ მოახდენდა. |
ისინი, ვინც ხელებს იფშვნეტენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ჭკუაშემცდარ ენურეზდამართნილ ნაცისტს მოიგდებენ ხელში, ვერ აცნობიერებენ, რომ სწორად ამ დროს იბადება მსოფლიოში ახალი ფაშიზმი, შესაძლოა უფრო საზარელი, ვიდრე გერმანული ფაშიზმი იყო. ეს ფაშიზმი სავაჭრო ცენტრებსა და სატელევიზიო შოუებში ისახება და მისი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი გერმანულისაგან ისაა, რომ მას დედამიწის დაპყრობა შეუმჩნევლად შეუძლია. |
დღევანდელი პრესა უტევს მთავრობას, ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან. ის ტკბება სიტყვის თავისუფლებით და ვერც კი ხვდება, რომ სპეციალურად მისთვის სიტყვის თავისუფლების ახალი ტიპია გამოყვანილი – კონტროლირებადი! |
ადვილია ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე სამყაროში ისევე ვითარდება, როგორც დედამიწაზე და ისიც შესაბამისი სისასტიკითაა გაჯერებული. ასე რომ თუკი სადმე არსებობს ცივილიზაცია, რომელიც განვითარებით ჩვენზე წინაა 20 ათასი წლით, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამდენითვე გვჯაბნის სისასტიკეში. ამის გამო, არასოდეს მივაწვდითი უცხოპლანეტელ არსებებს ცნობებს, თუ რა “საყვარელი” ჩამორჩენილი პლანეტა გვაქვს. ვფიქრობ, რომ მათთვის საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ ვიღუპებით. |
მას შემდეგ, რაც მე აშშ–ს პრეზიდენტსა და ჩემს შორის რაიმე საერთოს დანახვა შევწყვიტე, მივხვდი რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდა. უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელშიც იყო რაღაც ადამიანური, კლინტონი იყო. მონიკასთან დაკავშირებულ ისტორიაში სულ თავისუფლად შეიძლებოდა მის ადგილას მეც კი აღმოვჩენილიყავი, თუ იმას გავითვალსწინებთ, რომ ყოველთვის მომწონდა ორალური სექსის იდეა ოვალურ კაბინეტში. |
ახალგაღვიძებულზე, რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: „ძმობილო, სამოთხე არ არსებობს“. |
