პორტობელოელი ჯადოქარი
იერსახე
პორტობელოელი ჯადოქარი — ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს რომანი, რომელიც დაწერიდან ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს გამოიცა.
- არცერთ ადამიანს არ შეუძლია მეორეთი მანიპულირება. ორივეს გაცნობიერებული აქვს, რასაც აკეთებენ, თუნდაც მერე ერთ-ერთი მათგანი ჩიოდეს, რომ ის გამოიყენეს.
- უფლის სიდიადე ყოველდღიურობაში მჟღავნდება.
- თუ მარტოობას ებრძვი, ის უფრო მძაფრდება, სამაგიეროდ, უფრო სუსტდება, როდესაც უბრალოდ არც კი ვამჩნევთ.
- ბუნება თავად ქმნის ყოველი წამის შესატყვის რიტმს.
- სიხარული გადამდებია, ისევე, როგორც აღფრთოვანება და სიყვარული, ანდა როგორც მწუხარება, უგუნებობა და სიძულვილი.
- ფულს მოაქვს... ფული და არა ბედნიერება.
- რწმენა ნებისყოფაა.
- ვინც იწამა რომ დამარცხდა, ყოველთვის დამარცხებული იქნება.
- არ არსებობს ორი მსგავსი გზა, არ არსებობს ორი ერთნაირი ბედი.
- ვიცი - ღმერთი მაწრთობს მწუხარების ალში.
- როგორ ჰგავს ეს ცხოვრებას - სანამ ცეცხლი გაჩაღდება, ფიჩხი უნდა დაიმტვრეს.