ჟან-ჟაკ რუსო

ჟან ჟაკ რუსო (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau; დ. 28 ივნისი, 1712, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1778, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში.
ციტატები
[რედაქტირება]ახალგაზრდობა - აი, სიბრძნის დაგროვების ჟამი; სიბერე მისი გამოყენების ჟამია. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
შევწიროთ ჭეშმარიტება სიცოცხლეს. |
თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს. |
უკეთუ ნამდვილად გინებთ ადამიანად გახდომა, ისწავლეთ ლმობიერება. |
შესაძლოა, უსიყვარულოდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს. |
მოსაწყენი გაკვეთილები მხოლოდ იმისთვისაა, რომ ჩანერგო შენში სიძულვილი მასწავლებლის მიმართ, და მთელ სამასწავლებლოს მიმართ. |
მშვენიერია ის, რაც არ არის. |
ის, ვისაც არ შეუძლია გადაიტანოს ერთი განსაცდელი, განწირულია უამრავი განსაცდელისთვის. |
როგორი მართალი ადამიანიც არ უნდა იყოს, თუ ის კათოლიკე პატრიარქია, უწევს ტყუილების თქმა. |
ჭკვიანი ადამიანი ეცლება გარემოებას წუთით ადრე, სანამ ის ზედმეტი გახდება. |
ერთი საათი მუშაობა ასწავლის, მთელი დღის მანძილზე ახსნილს. |
