შინაარსზე გადასვლა

ჟან-ჟაკ რუსო

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ჟან ჟაკ რუსო-დან)
ჟან-ჟაკ რუსო

ჟან ჟაკ რუსო (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau; დ. 28 ივნისი, 1712, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1778, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„მეტისმეტი გატაცება კითხვით ზრდის მხოლოდ თავდაჯერებულ უმეცარს.“

  — [[]]
  •  

ჭეშმარიტი აღზრდა უფრო ვარჯიშით ხდება, ვიდრე წესებით.

  •  

ათასი გზა მიდის დაბნეულობისაკენ, ხოლო ჭეშმარიტებას ერთი გზა აქვს.

  •  

კითხვის ბოროტად გამოყენება კლავს მეცნიერებას. მეტისმეტი გატაცება კითხვით ზრდის მხოლოდ თავდაჯერებულ უმეცარს.

  •  

თითქმის ყოველ საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება.

  •  

ახალგაზრდობა აი სიბრძნის დაგროვების ჟამი, სიბერე მისი გამოყენების ჟამია.

  ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები

  •  

კარგის ცოდნა უფრო საჭიროა, ვიდრე ბევრის ცოდნა.

  •  

ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.

  •  

ძალაუფლება — ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა.

  •  

თუ ბავშვში სიცელქეს ჩაკლავთ, მისგან ბრძენს ვერ აღზრდით.

  •  

ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან, ვიდრე - სრულიად უსწავლელი.

  •  

შევწიროთ ჭეშმარიტება სიცოცხლეს.

  •  

გიჟებს შორის ჭკვიანად ყოფნა, თავისთავად სიგიჟეა! (შეშლილების მსოფლიოში ჯანმრთელად ყოფნა, თავისთავად სიგიჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა).

  •  

სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ-ვიცითო.

  •  

მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს.

  •  

კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.

  •  

ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი.

  •  

ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი - თუ ჩვენ მას ვემორჩილებით.

  •  

თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს.

  •  

სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს, რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას.

  •  

უკეთუ ნამდვილად გინებთ ადამიანად გახდომა, ისწავლეთ ლმობიერება.

  •  

შესაძლოა, უსიყვარულოდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს.

  •  

ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება - ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება.

  •  

სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას, სჯობს ზომა იცოდეთ ყველაფერში.

  •  

ფული, რომელსაც ფლობ, გაძლევს ძალას, რომ გახდე თავისუფალი, ხოლო ფული, რომელსაც კუდში სდევ, მონობის იარაღია.

  •  

მოსაწყენი გაკვეთილები მხოლოდ იმისთვისაა, რომ ჩანერგო შენში სიძულვილი მასწავლებლის მიმართ, და მთელ სამასწავლებლოს მიმართ.

  •  

მშვენიერია ის, რაც არ არის.

  •  

განმარტოება ჩვენში ადამიანების სიყვარულს აღვიძებს, მათ მიმართ უდიდეს ინტერესს.

  •  

ის, ვისაც არ შეუძლია გადაიტანოს ერთი განსაცდელი, განწირულია უამრავი განსაცდელისთვის.

  •  

ნუ საუბრობ იმაზე, თუ რამდენი იცხოვრე, ისაუბრე იმაზე, რისთვის იცხოვრე.

  •  

როგორი მართალი ადამიანიც არ უნდა იყოს, თუ ის კათოლიკე პატრიარქია, უწევს ტყუილების თქმა.

  •  

ჭკვიანი ადამიანი ეცლება გარემოებას წუთით ადრე, სანამ ის ზედმეტი გახდება.

  •  

ზოგნი იმარხებიან ასი წლის ასაკში, ხოლო მოკვდნენ ჯერ კიდევ ბავშვობაში.

  •  

თუ გინდა, საუკეთესო სასიყვარულო წერილი დაწერო - დაიწყე წერა ისე, რომ არ იცოდე, რა გინდოდა გეთქვა და დაასრულე წერილი ისე, რომ არ იცოდე, რა დაწერე.

  •  

ერთი საათი მუშაობა ასწავლის, მთელი დღის მანძილზე ახსნილს.

  •  

უმანკოება და საიდუმლო ერთად ვერ იარსებებენ დიდ ხანს.

  •  

ჩემი საქმე სიმართლის თქმაა და არა მისი მტკიცება თქვენთვის.

  •  

ღრმა სიყვარული თავდავიწყებას ნიშნავს.

  •  

ადამიანი თავისუფალი დაიბადა და ირგვლივ მაინც ყველა ბორკილებშია.

  •  

ყალბი ადამიანების მეგობრად ყოლა უფრო საშიშია, ვიდრე — მტრად.


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ჟან-ჟაკ რუსო