შინაარსზე გადასვლა

რაბინდრანათ თაგორი

ვიკიციტატიდან
დაე ეს იყოს ჩემი ბოლო სიტყვა, მე მჯერა სიყვარულის.
ღმერთს, დიდი შემოქმედს, შეუძლია გააღოს მთელი სამყარო ჩვენს თვალწინ ვიწრო სივრცეში.

რაბინდრანათ თაგორი (7 მაისი, 1861 – 7 აგვისტო, 1941), ასევე ცნობილი როგორც Rabi Thakur — ბენგალელი ფილოსოფოსი, პოეტი, 1913 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ბედნიერებისა და უბედურების უწყვეტ ჯაჭვში შეიძლება არსებობდეს ცარიელი ადგილები.“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„დიადი მცირეშია მოთავსებული, დაუსაბამო ─ განსაზღვრულ ფარგლებში, სულის მარადი თავისუფლება კი ─ სიყვარულში.“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„უკვდავება თვით ნექტარში კი არა, იმ სიხარულშია, რომელსაც იგი გვანიჭებს. ხოლო ისინი, რომელნიც საგანგებოდ ეძიებენ მას, ვერასოდეს იპოვნიან.“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„სული სულს იცნობს, ნებისყოფა ნებისყოფას შეუერთდება, მაგრამ ვიდრე ამ სასურველ საფეხურს მივაღწევდეთ, ბევრი მტკივნეული ზღუდეა გადასალახავი.“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ვიდრე თვით არ აღმოგიჩენია ჭეშმარიტება და შენს ერთადერთ საკუთრებას სხვისი სიტყვების გადამღერება წარმოადგენს, ვერ მიაღწევ უბრალოებას და სისადავეს.“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ის, რაც ხდება ჩვენი შეგნების შიდა სამყაროში, ყოველთვის მისახვედრი როდია ჩვენთვის.“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„განა ჩემს თანამემამულეთაგან სხვა რომელიმე, ვინც მთელ თავის დროს საზოგადოებრივ ორომტრიალში ატარებდა, უფრო ახლოს მივიდა ცხოვრებასთან, ვიდრე მე?“

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

ინდური ანდაზა: პოეტური დიდების დამსახურებული მაძიებელი მხოლოდ დაცინვას იმსახურებს. chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/477182/1/Induri_Lotosi_2006.pdf

  •  

„იქნებ სწორედ იქ ვიძენთ, სადაც არაფერს ვიღებთ.“

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„იყო დრო, როცა გონებას ვეყრდნობოდი. შემდეგ დავრწმუნდი, რომ გონება ცხოვრების სიმძიმეს ვერ აიტანს. შველას გრძნობაში ვეძიებდი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ იგი უძირო უფსკრულია. შევეცადე ჩემს გონებასა და გრძნობას დავყრდნობოდი, მაგრამ ადამიანი მხოლოდ თავის თავს ვერ დაეყრდნობა.“

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„სიგიჟე ─ ჯადოსნურ ქოშებს მომაგონებს არაბული ზღაპრებიდან, ამ ქოშებს თუ ჩაიცვამ, ცხოვრების ათას წვრილმანზე ამაღლდები.“

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

ბრძენნი ამბობენ, მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო, — უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს.
ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს.
ვარსკვლავებს არ ეშინიათ, ციცინათელებად მიგვიჩნევენო.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.17

  •  

მცირე ჭეშმარიტებას ნათელი სიტყვა ახლავს.
ჭეშმარიტებას უდიადესს — უსაზღვრო დუმილი.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.18

  •  

ღრუბლები ანიჭებენ მდინარეებს წყალთა სიუხვეს,
ხოლო თავად მთების იქით იმალებიან.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.18

"კურთხეულია ის, ვისი დიდებაც მისივე ჭეშმარიტებას არ აღემატება"