შინაარსზე გადასვლა

რა გიწოდოთ

ვიკიციტატიდან
მსურდა მქონოდა სიცოცხლე ასი 
და სათითაოდ მომეძღვნა შენთვის
მე ვიცი შენთვის სიკვდილის ფასი, 
მოწამე  არის - სამშობლო ერთი
მაგრამ მამულო შენს დასაცავად, 
ასი სიცოცხლეც ზღვაშია წვეთი
შენ არ ხარ მიწა, მარტოდენ ზეცა, 
შენ არ ხარ მზე და მარტოდენ წყალი
არ გაჩენილხარ წვიმად და ცეცხლად, 
შენ არ ხარ კაცი და არ ხარ ქალი
მოვლენი ხარ ოქროდ და ვერცხლად, 
ზუსტად ამიტომ უჭირავთ თვალი
შენ სულ სხვა რამ ხარ, ხარ სულ სხვა ვინმე, 
უთქმელი ენით, უთქმელი ლექსით
ბუმბულზე მჩატე, მიწაზე მძიმე, 
ქვესკნელ-ზესკნელში გართხმული ფესვით
არ გეუბნებით მარტოდენ იმედს, 
გულის ხმა შენი - დედის ხმად გვესმის
შენ ვინ შეგცვალოს, ან რამ შეგცვალოს, 
ხარ შეუცვლელი სამყაროს მკვიდრი
შენმა შვილებმა უნდა ვეცადოთ, 
კვლავაც გიდიდოთ სახელი დიდი
შენ რომ პლანეტას გამოეცალო, 
ვერ იპლანეტებს ვფიცავარ სინდისს
სხვა გული გვიძგერს, სხვა სისხლი გვიჩქეფს, 
და რომც არ გვქონდეს გული და სისხლი
სამშობლო - ყველას ერთადერთს გვირჩევს:
,,არ გაიკაროთ არაფრით სხვისი
თავს მაინც ირჩენთ, იკმარეთ რაც გაქვთ, 
ერთი წვეთიც რომ შემოგრჩეთ თვისი“
ვაი მას!  ვინც შენ გიპირებს მოსრას, 
თუ ვაჟკაცია დაგადოს თითი
აღარ ინატრებს კვლავ ჩვენთან მოსვლას, 
ყოფნა არყოფნის, ლეგენდა მითის
არ გაცვეთილა მშრომელთა დროშა, 
დროშა რომელიც უთვლელ წელს ითვლის
შიში არ ვიცით რა არის ქვეყნად, 
შენი სიდიდე გვახარებს მუდამ
და როცა ჩვენ - შენს შვილობას ვბედავთ, 
ეს სითამამე შეგვინდო უნდა
ჩამოვიშორეთ მშრომელმა ხალხმა -  
ვისაც კი პირში სხვა სული ედგა
შენთან გვიწია თვალის ახელა, 
რა უნდა გვწადდეს ამაზე მეტი
ჩვენ მოქნეული შენი სამხრე ვართ, 
და ორგულებზე დაცემა სეტყვის
შენ ხომ - სამშობლო -  გვქვია სახელად, 
სხვა რა გიწოდოთ ამაზე მეტი
1949წ. ი.ბ სტალინი