შინაარსზე გადასვლა

რეი ბრედბერი

ვიკიციტატიდან
რეი ბრედბერი (2009)

რეიმონდ დაგლას ბრედბერი (ინგლ. Ray Douglas Bradbury; დ. 22 აგვისტო, 1920 — გ. 6 ივნისი, 2012) — ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ჩვენ ახლა ყოველდღე დამოუკიდებლობის ზეიმი გვაქვს. ადამიანმა განაცხადა, რომ ის თავისუფალია დედამიწისაგან. დედამიწის მიზიდულობის ბატონობა დიდი ხანია დაემხო. კაცობრიობამ გაიმარჯვა.“

|- |   | ციტატის წყარო: “უსასრულო ხეტიალისა და დედამიწის შესახებ” (1950 წ.)

  •  

„დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვეულებრივ ფიზიკაზე.“

|- |   | ციტატის წყარო: “უსასრულო ხეტიალისა და დედამიწის შესახებ” (1950 წ.)

  •  

„განა არ ჯობია იყო ცოცხალი კაცი, ვიდრე მკვდარი მწერალი? როდესაც სიკვდილი გემუქრება, რას არ გააკეთებ!“

|- |   | ციტატის წყარო: “დადლი სტოუნის საოცარი აღსასრული” (1954 წ.)

  •  

„მწერლობა ჩემთვის იგივე სიმწარე იყო, მე ვწერდი და ვშლიდი დამძიმებული გულით და სულს ვიშხამავდი, უხალისოდ ვუყურებდი, როგორ ასო-ასოდ მკაფავდნენ ხარბი კრიტიკოსები, ლუკმა-ლუკმა მჭრიდნენ ძეხვივით, და ნაშუაღამევს მიმირთმევდნენ. ამაზე ბინძური სამუშაო არ არსებობს.“

|- |   | ციტატის წყარო: “დადლი სტოუნის საოცარი აღსასრული” (1954 წ.)

  •  

„უწინ მე მხოლოდ ცხოვრებაზე ვწერდი. ახლა კი ცხოვრება მომინდა.“

|- |   | ციტატის წყარო: “დადლი სტოუნის საოცარი აღსასრული” (1954 წ.)

  •  

„ბევრად უკეთესია შენ თვითონ მოხსნა შენი სამუხრუჭე ვაგონი და არ დაელოდო, როდესაც ამას სხვები გააკეთებენ შენს მაგიერ.“

|- |   | ციტატის წყარო: “დადლი სტოუნის საოცარი აღსასრული” (1954 წ.)

  •  

წიგნის დაწვაზე დიდი დანაშაული, მისი არწაკითხვაა.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები

  •  

მისი ღიმილით მაჯებზე ვენების გადახსნა შეიძლებოდა.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები

  •  

როცა ადამიანი 17 წლისაა მან იცის ყველაფერი, როდესაც 20-ის გახდა და მაინც იცის ყველაფერი ესეიგი ის ჯერ კიდევ მეჩვიდმეტეშია.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები

  •  

იყო მარტო და პარიზში იგივეა რაც გრინთაუნში ელინოისის შტატში. სულერთია სად ხარ, მთავარია ის, რომ შენ მარტო ხარ.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები

  •  

სიყვარული ეს არის - როდესაც ვიღაცას ძალუძს დააბრუნოს სხვა საკუთარ თავთან.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები

  •  

„სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ.“

|- |   | ციტატის წყარო: დიდებული ციტატები სიყვარულზე

  •  

ომში საერთოდ არ იმარჯვებენ, რასაც აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ დამარცხებაა, ხოლო ვინც პირველი მარცხდება, ის ითხოვს მშვიდობას.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები

  •  

პირველი, რასაც იგებ ცხოვრებაში ის არის, რომ ბრიყვი ხარ, უკანასკნელს, რასაც იგებ ის არის, რომ შენ ჯერ კიდევ ბრიყვი ხარ.

|- |   | ციტატის წყარო: რეი ბრედბერი ციტატები