შინაარსზე გადასვლა

რიო-პედრას სანაპიროზე ჩამოვჯექი და ავტირდი

ვიკიციტატიდან

რიო-პედრას სანაპიროზე ჩამოვჯექი და ავტირდი — ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს რომანი.


  • სიყვარული ნიშნავს - ეზიარო მეორე ადამიანს და მასში ღვთის ნაპერწკალი აღმოაჩინო.


  • ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, როცა უშურველად, დაუნანებლად, მთლიანად გაიღებ საკუთარ თავს.


  • ყოველ დილით, მზესთან ერთად, ღმერთი იმ შესაძლებლობასაც გვიგზავნის, რომ შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც უბედურებას გვანიჭებს.


  • როცა თვალებში გიცქერენ, ძნელია, იცრუო ან რაღაც დამალო.


  • ის, ვისაც უყვარს, დაკარგვისა და პოვნის ხელოვნებას უნდა ფლობდეს.


  • სიყვარული წყალსაცავს ჰგავს. საკმარისია, სულ უმნიშვნელო ნახვრეტი გაჩნდეს ჯებირში და წყალი გამოჟონავს, მალე კედლებიც ჩამოიქცევა და ვეღარავინ შეაჩერებს მოვარდნილ ნიაღვარს.


  • ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება - მეფის ასული გომბეშოს კოცნის და ის გომბეშო მშვენიერ პრინცად გადაიქცევა. ცხოვრებაში ყველაფერი პირიქითაა: გგონია პრინცს ჰკოცნი და საზიზღარი გომბეშო შეგრჩება ხელში.


  • სიყვარული მხოლოდ სიყვარულით შეიცნობა.


  • რა მნიშვნელობა აქვს, საიდან ვარდები - მესამე თუ მეასე სართულიდან, შედეგი ერთი და იგივეა. ჰოდა, თუ ეცემი, ისევ ცათამბჯენიდან სჯობია.


  • იქეც მებრძოლად, ბედნიერი იყავ ბრძოლაში.


  • - ბარგი წამოიღე, წავიდეთ. ოცნებები თავისით არ ხდება.