შინაარსზე გადასვლა

რომენ როლანი

ვიკიციტატიდან
რომენ როლანი

რომენ როლანი (ფრანგ. Romain Rolland; დ. 1866 — გ. 1944) — ფრანგი მწერალი, მუსიკათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. წერდა მიქელანჯელოზე, ბეთჰოვენზე, ტოლსტოიზე. მას „ევროპის ინტელიგენციის ვერგილიუსიც“ კი უწოდეს.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

სიცოცხლის მთელი სიხარული შემოქმედებაშია. ქმნიდე, ნიშნავს — მოკლა სიკვდილი...


  •  

დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება.


  •  

ჩემი აღსარება - ჩემი ეპოქის აღსარებაა.


  •  

კამათში არ არსებობს არც უმაღლესი, არც უმდაბლესი, არც წოდება, არც სახელი, არის მხოლოდ ერთი — ჭეშმარიტება და მის წინაშე ყველა თანასწორია.


  •  

სუსტი და ფაქიზი სულისათვის საშინელი უბედურებაა, ერთხელ თუ მაინც იგემა უდიდესი ბედნიერება!


  •  

ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების ნიმუში მოგება კი არ არის, არამედ მსხვერპლი.


  •  

არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ამარცხებს ურჩ სხეულს.


  •  

და ბევრს ნუ წუწუნებენ უბედურები, რადგან კაცობრიობის რჩეული შვილები მათთან არიან!


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
რომენ როლანი