შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
ციტატები
[რედაქტირება]არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. |
ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, 798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. |
ციტატის წყარო: ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, 1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია! |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, 1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. |
ციტატის წყარო: პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, 901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. |
ციტატის წყარო: დასაწყისი, მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. |
ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
დგომა მგზავრისა ცთომაა. |
ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, 951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; |
ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, 854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! |
ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. |
ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. |
ციტატის წყარო: ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, 726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. |
ციტატის წყარო: მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, 1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, 1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების. |
ციტატის წყარო: წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, 1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. |
ციტატის წყარო: ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, 39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. |
ციტატის წყარო: სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, 1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. |
ციტატის წყარო: თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად.
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, 1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! |
ციტატის წყარო: ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, 1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! |
ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, 803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, |
ციტატის წყარო: ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, 1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. |
ციტატის წყარო: წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, 1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. |
ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში. |
ციტატის წყარო: დასაწყისი, 25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! |
ციტატის წყარო: ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, 1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. |
ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია! |
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. |
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. |
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. |
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. |
სხვა სხვისა ომსა ბრძენია. |
რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? |
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, |
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, |
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. |
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. |
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. |
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. |
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. |
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. |
რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. |
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? |
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. |
ლიტერატურა
[რედაქტირება]- პროკოფი რატიანი (1975). ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი. თბილისი: მერანი, 434 გვ.
- ანზორ აბჟანდაძე (1994). ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი. თბილისი: მერწყული, 232 გვ.
- შოთა რუსთაველი (1937). რედ. ა. შანიძე: ვეფხისტყაოსანი. თბილისი: თსუ, 230 გვ.
- შოთა რუსთაველი (1966). ვეფხისტყაოსანი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 243 გვ.