შოთა რუსთაველი

შოთა რუსთაველი - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
ციტატები
[რედაქტირება]არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. |
ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, 798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. |
ციტატის წყარო: ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, 1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია! |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, 1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. |
ციტატის წყარო: პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, 901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. |
ციტატის წყარო: დასაწყისი, მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. |
ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. |
ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
დგომა მგზავრისა ცთომაა. |
ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, 951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; |
ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, 854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! |
ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. |
ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. |
ციტატის წყარო: ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, 726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. |
ციტატის წყარო: მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, 1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, 1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების. |
ციტატის წყარო: წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, 1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. |
ციტატის წყარო: ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, 39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. |
ციტატის წყარო: სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, 1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. |
ციტატის წყარო: თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად.
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. |
ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, 1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! |
ციტატის წყარო: ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, 1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! |
ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, 803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, |
ციტატის წყარო: ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, 1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. |
ციტატის წყარო: წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, 1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. |
ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში. |
ციტატის წყარო: დასაწყისი, 25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! |
ციტატის წყარო: ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, 1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. |
ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით
რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია! |
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. |
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. |
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. |
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. |
სხვა სხვისა ომსა ბრძენია. |
რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? |
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, |
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, |
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. |
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. |
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. |
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. |
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. |
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. |
რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. |
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? |
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. |
მის შესახებ
[რედაქტირება]„პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.“ | |
| — გუსტავ კირკი |
„რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
ღმერთო კი მომკალ, როცა ქართველი | |
| — თემურ ჩალაბაშვილი |
- რომელი ადგილი უფრო მოგწონს “ვეფხისტყაოსნისა”? | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ
„საუკუნეების განმავლობაში, დიდი თუ პატარა, ყველა იმას ეწაფებოდა; კაცები ტარიელ-ავთანდილს ჰბაძავდნენ, ქალები ნესტან-თინათინობას ცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები ─ როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი შერმადინობდნენ და მოახლე-გამდელები კი ასმათობას ჩემობდნენ.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: “ბაში-აჩუკი” (1895–1896 წწ.)
ლიტერატურა
[რედაქტირება]- პროკოფი რატიანი (1975). ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი. თბილისი: მერანი, 434 გვ.
- ანზორ აბჟანდაძე (1994). ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი. თბილისი: მერწყული, 232 გვ.
- შოთა რუსთაველი (1937). რედ. ა. შანიძე: ვეფხისტყაოსანი. თბილისი: თსუ, 230 გვ.
- შოთა რუსთაველი (1966). ვეფხისტყაოსანი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 243 გვ.
