სალვადორ დალი

სალვადორ დალი — ესპანელი სიურეალისტი მხატვარი.
ციტატები
[რედაქტირება]ყოველთვის ვხედავდი იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ; ის კი, რასაც სხვები ხედავდნენ, მე ვერ ვხედავდი. |
ჩემსა და გიჟს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა: გიჟი ფიქრობს, რომ საღ გონებაზეა, მე კი ვიცი, რომ არ ვარ საღ გონებაზე. |
დონ-კიხოტი შეშლილი იდეალისტი იყო. მეც შეშლილი ვარ, მაგრამ, ამასთან, კატალონიელი, და ჩემი სიგიჟე კომერციული უნარის გარეშეა. |
ექვსი წლის ასაკში მე მსურდა ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი. |
ყველაზე საინტერესო მსოფლიოში ─ ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი ─ სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით. |
იმდენის უნარი მაქვს, რომ საკუთარი სიკვდილის შესახებ ფიქრსაც ვერ დავუშვებ ─ სიმდიდრის გაფანტვა არ შეიძლება. |
მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები. |
პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. |
როდესაც მეკითხებიან, რა განსხვავებაა ველასკესის ნამუშევარსა და კარგ ფოტოგრაფიას შორის, ვპასუხობ: „7 მილიონი დოლარი“. |
