შინაარსზე გადასვლა

სალომე ზურაბიშვილი

ვიკიციტატიდან
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, პარიზი, საფრანგეთი) — საქართველოსა და საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი 2004-2005 წლებში.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ყველაზე რთული რუსეთთან საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკება იყო. გადავწყვიტე, ქართულ ენაზე მელაპარაკა რუსულის ნაცვლად, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ დსთ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ავაღებინე წითელი ხალიჩა, რომელიც რუსი მინისტრის თბილისში ჩამოსვლის გამო იყო დაფენილი, როცა მან უარი განაცხადა ყვავილებით შეემკო დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ძეგლი.“ — 2005 წელი

  ციტატის წყარო: http://www.ghn.ge/com/news/view/216284

  •  

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.“ — პრეზიდენტის ფიცი

  ციტატის წყარო: http://www.tabula.ge/ge/story/141568-salome-zurabishvilma-fici-dado


  •  

„მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი,რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს"

  ციტატის წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=53775

  •  

„საქართველო უნდა შევიდეს ევროპაში, როგორც კულტურული ევროპის ნაწილი და წევრი. ვისაუბრეთ ასევე კინოზე, რომ ჩვენ ვიყოთ მართლაც ერთ-ერთი წევრი ამ კულტურული ერთობის. ვისაუბრეთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, არაღიარების პოლიტიკაზე. საფრანგეთი მზადაა ძალიან აქტიურად, თავის პარტნიორებთან მხარი დაგვიჭიროს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მნიშვნელოვანია მისი მზადყოფნა ყველანაირად დადგეს საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით ისეთ ძალიან მტკივნეულ საკითხში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობაზეც და ეკონომიკაზეც.“

  ციტატის წყარო: https://www.president.gov.ge/ka-GE/pressamsakhuri/siakhleebi/saqartvelos-da-safrangetis-prezidentebis-ertoblivi.aspx

  • „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი.“

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ... ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ! — სალომე ზურაბიშვილის ყოფილი მეუღლე

  — კოკი გუგუშვილი

  ციტატის წყარო: https://1tv.ge/news/koki-gugushvili-da-salome-vamayobt-rom-chveni-shvilebi-namdvili-patriotebi-arian-da-mamacurad-umklavdebian-dashinebasa-da-tavdaskhmebs/