შინაარსზე გადასვლა

სამეგრელო

ვიკიციტატიდან
სამეგრელო

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია.

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე ─ დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: სამეგრელო – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, თბილისი–ზუგდიდი, 1999წ. გვ.1

  •  

„არც ერთი ერი პატივს არა სცემს მიწათმოქმედებას, როგორც მეგრელები. სხვაგან ყოველგან მიწის მუშაობას ეტანებიან მხოლოდ დაბალი ხალხი და ხეპრე გლეხები. სამეგრელოში კი რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს თვითონ მუშაობს თავის ყანებში და მოჰყავს თავისი საზრდო. ეს საქმე სათაკილოდ როდი მიაჩნიათ.“

  არქანჯელო ლამბერტი

  ციტატის წყარო: გაზ. ილორი №16, 26 მაისი, 2009 წ, გვ 7


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სამეგრელო