შინაარსზე გადასვლა

სამი მეგობარი

ვიკიციტატიდან

„სამი მეგობარი“ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც მწერალმა 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა და ეხება დაკარგული თაობის პრობლემატიკას.

ციტატები

[რედაქტირება]
  • თავდაპირველი ის არის, რომ გულთან ახლოს არაფერი მიიკარო - რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება.
  • დღეს მთავარი ისაა, რომ თავდავიწყება შესძლო და არ იფიქრო!
  • პატიება არასოდეს არ ითხოვო, ბიჭუნი! კრინტი არ დასძრა. გაუგზავნე ყვავილები. წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი.
  • რატომ არის, რომ ძეგლებს უგებენ ზოგიერთ ადამიანებს და მთვარეს ან აყვავილებულ ხეს კი არა?
  • ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.
  • მასში რაღაც იყო იმ იდუმალი მყუდროებისა, რაც მარტოოდენ ბუნებისთვის - ხეებისთვის, ღრუბელთათვის, ცხოველთათვის - ზოგჯერ კი ქალისთვისაც არის დამახასიათებელი.
  • სიყვარული მშვენიერი რამ არის, მაგრამ ორთაგან ერთ-ერთი ყოველთვის მოიწყენს ხოლმე.
  • თქვენ წერილებს როდი წერთ - ტელეფონით რეკავთ; თქვენ აღარ ოცნებობთ - ქალაქგარეთ დასეირნობთ შაბათ ღამეს; სიყვარულში გონებას აქსოვთ და პოლიტიკაში უგუნურობას - საცოდავი ხალხი ხართ!
  • ტაქტი -ეს გახლავთ დაუწერელი შეთანხმება სხვისი შეცდომების შეუმჩნევლობისა და მათი გაუსწორებლობის შესახებ, ესე იგი საცოდავი კომპრომისი.
  • ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება! ის განუკურნებელია.
  • ადამიანი ყოველთვის დიადია თავისი განზრახვებით და არა მათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი.
  • ასე ვფიქრობდი, რომ ქალი არაფერს არ უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ იგი უყვარს. ეს, დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭერმეტყველნი არიან.
  • რამდენადაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მეტია მათ შორის გაუგებრობა და უთანხმოება და რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს, მით უფრო უცხონი ხდებიან ურთიერთთათვის.