შინაარსზე გადასვლა

სამუელ ბატლერი

ვიკიციტატიდან
სამუელ ბატლერი

სამუელ ბატლერი (დ. 4 დეკემბერი, 1835 – გ. 18 ივნისი, 1902) — ინგლისელი ნოველისტი და სატირიკოსი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ცხოვრება სოლოა ვიოლინოზე პუბლიკის წინაშე, მაგრამ დაკვრას სცენაზე სწავლობ.

  •  

მოკლედ თქმა მაშინაა კარგი, თუ ესმით ჩვენი ან კიდევ უფრო უკეთესი, როცა არ ესმით.

  •  

უეჭველი მხოლოდ ისაა, რომ არაფერია უეჭველი, ამიტომ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ არაფერია უეჭველი ქვეყნად.

  •  

ყოველი ფილოსოფია საბოლოოდ აბსურდია, მაგრამ ზოგიერთი უფრო მეტად, ვიდრე სხვები.

  •  

იცხოვრო იგიევა, რაც გიყვარდეს, გონება წინააღმდეგია, ჯანმრთელი ინსტინქთი კი - თანახმაა.

  •  

ცხოვრება დაღლაა ყოველი ნაბიჯის შემდეგ რომ იზრდება.

  •  

ტყუილი მხოლოდ და მხოლოდ ასახავს თქვენს უპირატესობას მასზე, ვისაც ატყუებთ.

  •  

მოკვდე - ნიშნავს შეწყვიტო სიკვდილი.

  •  

ნებისმიერი ადამიანური ქმნილება, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა თუ ფერწერა, ის ყოველთვის იქნება ავტოპორტრეტი.

  •  

ცხოვრება ხელოვნებაა იმისა, თუ როგორ მოიპოვო მაქსიმუმი მინიმალურიდან.

  •  

ჭეშმარტი სიცოცხლე ადამიანის ისაა, რომელსაც ვერც კი ამჩნევს და წარმოიდგენს.

  •  

ყაჩაღები ითხოვენ ან ფულს, ან სიცოცხლეს, ქალები კი ორივეს ერთად.

  •  

ღმერთს არ ძალუძს შეცვალოს წარსული, ისტორიკებს კი შესწევთ ამის ძალა.