სებასტიან როკ ნიკოლა დე შამფორი
იერსახე
სებასტიან როკ ნიკოლა დე შამფორი (ფრანგ. Sébastien-Roch Nicolas de Chamfort) (დ.6 აპრილი, 1740, კლერმონ-ფერანის მახლობლად — გ. 13 აპრილი, 1794, პარიზი) — ფრანგი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს ბედნიერი წუთები. |
ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი - ძუნწი. |
მარად წინდახედულები უღიმღამოდ ცხოვრობენ. ნამდვილ ცხოვრებას დიდი გრძნობების ადამიანები ეწევიან. |
კეთილშობილი საქციელისათვის თუ ფული გადაგიხადეს, ჩათვალეთ, რომ ის თქვენ წაგართვეს. |