შინაარსზე გადასვლა

სერბული ანდაზები

ვიკიციტატიდან

#



  • ახალი გზების ძიება არ ღირს, ახალ გზებს გაყვანა უნდა.
  • ადამიანს უფრო ადვილად აუხსნი, რომ ბედნიერია, ვიდრე მაძღარი რომ არის.
  • აბა, როგორ უნდა ენდო ადამიანებს, როცა გალიაში საკუთარი წინაპარნი ჰყვანან გამომწყვდეულნი.
  • აღარავითარი დამსახურება აღარა მაქვს, ყველაფრისთვის უკვე გადამიხადეს.
  • ახლა მარტონი ვართ და პასიანს ვშლით - გამოცნობა გვინდა, რა მოგველის.
  • ახლანდელი სიძნელენი, ჩვენი არ იყოს, დროებითი მოვლენაა. ამიტომ ერთ-ერთმა - ან სიძნელეებმა, ან ჩვენ - უნდა დავტოვოთ ეს ქვეყანა.
  • ბევრად აჯობებდა, თუ მამულის საკურთხეველთან, ანუ დაუშრეტელი წმინდა ცეცხლის ადგილას, ყვავილებს კი არა, დროდადრო ანგარიშს მივიტანდით.წ
  • ბევრად უკეთესად შემეძლო ცხოვრება, მაგრამ მრცხვენია.
  • განსაკუთრებით ნუ ჩაფიქრდებით, როცა ბავშვებს აკეთებთ. თქვენ გააკეთეთ, ჩაფიქრებით მერე უკვე თვითონ ჩაფიქრდნენ.
  • დრო გარბის, ვბერდებით და ნელ-ნელა გადავდივართ გრძელ სოფელში.
  • ვინ იცის, ვის წყვდიადში ვცხოვრობ. ბრმა რომ ვყოფილიყავი, ცხადია, საკუთარ წყვდიადში მომიწევდა ცხოვრება.
  • ვგრძნობ: ბევრი ჩემს სიცოცხლეს მსხვერპლად მიიტანდა თავისი საკუთარი მრწამსის სამსხვერპლოზე.
  • ვაი იმ უფროსის ბრალი, ვისაც არც ერთი სკოლის მეგობარი არა ჰყავს.
  • ვისაც უსიამოვნო კითხვები არ უყვარს, კიდევ უფრო არასასიამოვნო პასუხებს გადააწყდება.
  • თავდაპირველად ვკარგავთ მეოთხეს პოკერისთვის, მერე მესამეს პრეფერანსისთვის, მერე მეორეს დომინოსა და ნარდისთვის...
  • ლომი გვერდზე გადგა, ახლა უკვე ადამიანია ყოველთა ცხოველთა მეფე.
  • მწერალი, რომელსაც ხელისუფლობა მოსურვებია, ბევრად უარესია იმ ხელისუფალზე, რომელიც წერის ჟინს აუტანია.
  • მძიმეა იმ ადამიანთა ხვედრი, რომელთა საკუთარი იდეები არ გააჩნიათ, რადგან სხვათა იდეებისთვის უხდებათ ბრძოლა.
  • მეგობრები გულსა ჰყვანან, ტვინი კი თავხელმარტოა
  • მარტო იმან იცის, რა ოხერი რამ არის ცხოვრება, ვინც ერთხელ მაინც ჩამოუგდიათ მაღალი ადგილიდან.
  • მეც მიდგას ზურგს უკან ვიღაც კაცი, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა.
  • მთელი შემართებით უნდა ვებრძოლოთ კულტს, მეტადრე თუ უპიროვნებოა.
  • მოღალატე ქმრები ბევრად სჭარბობენ მოღალატე ცოლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მოღალატე ცოლზე რამდენიმე მოღალატე ქმარი მოდის.
  • მწერლები სულ უფრო ბევრდებიან, მკითხველები კი სულ უფრო ცოტავდებიან. ის კი არა, ვინც ადრე მკითხველი იყო, ახლა მწერლობას მიჰყო ხელი.
  • ნუ მაღვიძებთ, როცა სიზმარს ვნახულობ, და ნუ მარწმუნებთ, სიზმარში ხარო, როცა მღვიძავს.
  • პატარა პენსიები წარუმატებელი პოლიტიკაა როგორც სოციალური, ისე სამეურნეო თვალსაზრისით.
  • პატარა პენსიით შეუძლებელია ბევრი ჭამაც, ბევრი სმაც, ბევრი მოწევაც და ყოველივე ეს უსასრულობამდე აგრძელებს პენსიონერის ცხოვრებას.
  • რატომ მარტო ეკლესია. სახელმწიფოსგან ეშმაკიც უნდა გამოვყოთ.
  • როცა ომი იწყება, პოლიტიკოსები ტყვიებს და იარაღს იძლევიან, ბიზნესმენები-პურს და საკვებს, უბრალო ხალხი კი-საკუთარ შვილებს. ხოლო როცა ომი მთავრდება, პოლიტიკოსები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ბიზნესმენები პროდუქტს აძვირებენ, ხოლო ხალხი-შვილებს ასაფლავებს
  • ჟურნალისტები არ უნდა ცრუობდნენ, მაგრამ არც ყველაფერს უნდა ლაპარაკობდნენ და წერდნენ, რაც იციან. ცოდნით სხვებმაც ბევრი რამ იციან, მაგრამ ჩუმად არიან.
  • სავარძლები ჩინებული მასალაა ბარიკადების ასაგებად, მაგრამ ბარიკადებისგანაც შეიძლება სავარძლების დამზადება.
  • საზღვარგარეთი ყოვლის უკეთესი მხარეა დედამიწის ზურგზე.
  • საკითხების მოსპობით პასუხებს ვერ მოსპობ.
  • უკვდავი იყო, სანამ ცოცხლობდა.
  • ყოველდღე ვუკვირდები, პატარ-პატარა სისუსტენი როგორ აარაფრებენ დიდ-დიდ წარმატებებს.
  • შემჩნეულია, რომ ყველაზე მეტად ისინი ცრუობენ, ვისთვისაც ყველაზე კარგად ცნობილია ჭეშმარიტება.
  • ჩვენი კაცი მხოლოდ ის არის, ვინც ცოტა რამ იცის. ყოველი ადამიანი, ვინც ჩვენზე მეტი იცის, ჩვენი წინააღმდეგია.
  • ცხენი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ძალიან ცუდია, როცა მავანი თავის მეგობარზეა ამხედრებული.
  • ცუდი არ იქნებოდა, თუ განუვითარებელი ქვეყნები ტანვარჯიშს მიმართავდნენ.
  • ხალხში ჩაძირული სუყოველი ტირანის სხეული იმდენ ხალხს გამოდევნის, რამდენსაც ტირანი იწონის.
  • ხშირად ერთსა და იმავეს ასჯერ გვიმეორებენ, როგორც ჩანს, თვითონვე არ სჯერათ, რომ ვიჯერებთ, რასაც გვეუბნებიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]