შინაარსზე გადასვლა

სიკვდილი

ვიკიციტატიდან
  •  

რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა
ეს უსუსური კაცობრიობა.

  ლევან ალავერდაშვილი

  ციტატის წყარო: “ლოთი მხატვარი (ფიროსმანს)”

  •  

„სიკვდილი არის ყველაზე მარტივი რამ, რის გაკეთებასაც შეძლებ მწოლიარე.“

  ვუდი ალენი
  •  

„მართალია, სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ ძალიან არ მინდა დავესწრო საკუთარ პანაშვიდს!“

  ვუდი ალენი
  •  

„ყველამ იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ რაკი ის მოახლოებული არ არის, არავინ არ ფიქრობს მის შესახებ.“

  არისტოტელე
  •  

„თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ─ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი ნაბიჯი სიგრძეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.“

  ბასილი დიდი
  •  

„ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანები ერთხელ მაინც დაფიქრებულან თვითმკვლელობაზე და უარყვიათ ის.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„სხეულის სიკვდილი სხეულთან განშორებაა ─ გახსოვდეს! ─ ისეთივე სიზმარია, როგორც ცხოვრება მასში.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„ყოველთვის არსებობს სიკვდილზე უკეთესი გამოსავალი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “უნა & სელინჯერი” (2014 წ.)

  •  

„მხოლოდ სიკვდილი ხდის ადამიანს უკვდავს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„სიკვდილის წინ ბრუნდება მეხსიერება.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სიკვდილს არ ეხუმრებიან.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„განა გიმსუბუქებს მდგომარეობას იმის გაცნობიერება, რომ მარტო შენ არ კვდები?!“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ადვილია, როცა მომავალი ცხედარი ხარ; რთულია, როცა ცოცხალი მკვდარი ხარ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ადამიანები კვდებიან იმისათვის, რათა კაცობრიობამ იცოცხლოს.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„გავიგონე როგორ დაიხურა კუბოს სახურავი! გავიგონე ისიც, თუ როგორი ბრახუნით აცვივა მიწა ჩემს უკანასკნელ სადგომს. ამბობენ, ასეთ წუთებში შენს თვალწინ მთელი შენი ცხოვრება, შენი წარსული გაიელვებსო. სისულელეა, შენ ხედავ მომავალს.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “დადლი სტოუნის საოცარი აღსასრული” (1954 წ.)

  •  

„სიკვდილის კი არა, ცარიელი ცხოვრების უნდა გეშინოდეს!“

  ბერტოლტ ბრეხტი


  •  

„სიკვდილი შეგრძნება არ არის, ეს შეგრძნებების გაქრობაა.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„მხოლოდ სიკვდილის ჟამის უცოდნელობა უმაგრებს გულს ადამიანებს.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„რაც უფრო უცხოა ის, ვინც მოკვდა, მით უფრო მალე გვავიწყდება, რომ ჩვენც იგივე ბოლო მოგველის.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„თუკი სულ ერთია როდის მოკვდები, მაშინ სიცოცხლეს არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს...“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“

  გოეთე
  •  

„უსარგებლო სიცოცხლე უდროო სიკვდილია.“

  გოეთე
  •  

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს!

  ტერენტი გრანელი
  •  

რაღაც სხვა მინდა სიკვდილზე მეტი.

  ტერენტი გრანელი

  ციტატის წყარო: “ციხის ელეგია”


  •  

„თუ ყოველდღე თავიდან არ იბადები, ე.ი. ყოველდღე უბრალოდ კვდები!“

  ბობ დილანი
  •  

„ის, ვინც ლამაზად ცხოვრობდა, ლამაზადვე მოკვდება.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რის გამოც ცხოვრება ღირს.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„გასროლილი ქვა უნდა დავარდეს ─ სულ ესაა სიკვდილი.“

  პოლ ვალერი
  •  

„როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს!“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ბოლოს შენს საფლავთან ყვავილებით ის დგება, ვისაც უყვარდი და არა ის, ვინც გიყვარდა.“

  ვოლტერი


  •  

„ნახევრად ცოცხლები არა კვდებიან.“

  ემილ ზოლა
  •  

„ამქვეყნიური ცხოვრების ყოვლისმომცველი ბორკილები იმიტომ ვერ გვბოჭავს, რომ მას აწონასწორებს სიკვდილი.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„როდესაც სიკვდილის ფონზე დავინახე სამყაროს სახე, ის თვალისმომჭრელ სიტურფედ მეჩვენა.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ომგამოვლილსაც კი გვიჭირს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„ყოველივეს, რაც კვდება, სიკვდილამდე აქვს რაღაც მიზეზი და მიზანი, სიკვდილით კი ის ბოლომდე ხარჯავს საკუთარ თავს.“

  ფრანც კაფკა
  •  

„სიკვდილს გამუდმებით ვეომებით, თუმცა ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება მას ეკუთვნის.“

  პაულო კოელიო


  •  

სიკვდილი ─
ადვილდება სიბერით,
სიკვდილი ─
ადვილდება დაღლით...

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: ლირიკა ─ 1986

  •  

ვინ რა მოიგო,
თუ კაცი ხარ, სიკვდილზე ფიქრით?!

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: 1987 წ.


  •  

„რაღაც ძველზე უარის თქმა რაღაც ახლის გულისთვის ─ აი, პროცესის არსი, რომელსაც სიკვდილს ვუწოდებთ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„სიკვდილი უფრო ადვილია, როცა სიკვდილზე ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება.“

  ბლეზ პასკალი
  •  

„სიკვდილი ─ ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.“

  პლატონი
  •  

„მხოლოდ სიკვდილი ანიჭებს ადამიანს ნამდვილ სახეს.“

  ედგარ ალან პო


  •  

„სიკვდილი ─ აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე; მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც მოკლე ხნით.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები; როგორც კი მოკვდები ─ არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ადამიანს მხოლოდ მაშინ კარგავ, როცა იგი ამ ქვეყანას გამოეთხოვება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„ცხოვრება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მარტოოდენ ეულნი კვდებოდნენ. ან კიდევ, როცა ერთმანეთი სძულთ და არა მაშინ, როცა უყვართ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი,
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

სცთების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„ზოგნი იმარხებიან ასი წლის ასაკში, ხოლო მოკვდნენ ჯერ კიდევ ბავშვობაში.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„კარგად მოწყობილი გონების პატრონისთვის, სიკვდილი მორიგი თავგადასავალია.“

  ჯოან როულინგი


  •  

„რა ვუყოთ, რომ მოკვდა? სიკვდილის გამო ხომ არ გადაიყვარებ ადამიანს?! მით უმეტეს, ცოცხლებზე ათასჯერ უკეთესი თუ არის.“

  ჯერემი სელენჯერი
  •  

„სიკვდილის შიშით სიკვდილია უგუნურობა.“

  სენეკა
  •  

„ბრძენის სიკვდილში არის უცხო სიკვდილის შიში.“

  სენეკა
  •  

„სიკვდილი ─ კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ, ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით, ის უკვე აღარ არის.“

  სოკრატე
  •  

„სიკვდილი შესაძლოა საუკეთესო კურთხევა იყოს ადამიანისთვის.“

  სოკრატე
  •  

„ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს.“

  სტენდალი


  •  

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი.

  ტიციან ტაბიძე

  ციტატის წყარო: “მაშ, გამარჯვება” (1929 წ.)

  •  

„სიკვდილის შიში სიცოცხლის შიშისგან გამომდინარეობს ─ ადამიანი, რომელიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველთვის მზადაა სიკვდილისთვის.“

  მარკ ტვენი
  •  

„სიყვარული თავად ღმერთია და გარდაიცვალო ნიშნავს, რომ როგორც სიყვარულის ნაწილი, შენს საწყისსა და მუდმივ წყაროს დაუბრუნდე.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სიკვდილი ადამიანს არ სპობს ─ მხოლოდ უხილავს ხდის. ნებისმიერ შემთხვევაში სიცოცხლე გრძელდება მანამ, სანამ ერთს მაინც ახსოვხარ ისეთი, როგორიც იყავი.“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
  •  

„კვდები სწორედ მაშინ, როცა იცი, რისთვისაც უნდა იცხოვრო, უფრო სწორად ─ რისთვისაც უნდა გეცხოვრა.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)


  •  

„როცა ვინმე კვდება, ყველას მოიცავს რაღაც განცვიფრება, იმდენად ძნელი მისაწვდომია არარაობის დადგომა, იმდენად ძნელია მისი დაჯერება.“

  გიუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„ადამიანი კვდება მაშინ, როცა წყვეტს განვითარებას; დაკრძალვა კი მხოლოდ ფორმალობაა.“

  ჰენრი ფორდი
  •  

„ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია!“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ხმელი წიფელი”

  •  

ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ხმა სამარიდან”

  •  

სიკვდილო, კარგის მოკვლისთვის
ნეტა ვინ გეტყვის ქებასა?!

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “სიკვდილი გმირისა” (1899 წ.)

  •  

ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “სტუმარ-მასპინძელი” (1893 წ.)

  •  

ეტყობა საიქიო სჯობს წყეულსა სააქაოსა,
თორე სუყველას ვნახავდი იქიდან გამოქცეულსა.

  ვაჟა-ფშაველა
  •  

ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “მოგონება”


  •  

„გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია...“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “მდგმური” (1979 წ.)

  •  

„სიკვდილის შეცნობის ცნობისმოყვარეობაღა დამრჩა.“

  კოკო შანელი
  •  

„დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.“

  კოკო შანელი
  •  

„მშიშარა სიკვდილამდე ათასჯერ კვდება, მამაცი კი სიკვდილს მხოლოდ ერთხელ გემოვნებს.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიკვდილი ერთ რამეს გვასწავლის მხოლოდ ─ ვიჩქაროთ სიყვარული.“

  ერიკ-ემანუელ შმიტი

  ციტატის წყარო: “პილატეს სახარება” (2000 წ.)


  •  

„რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები.“

  ირაკლი ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)

  •  

„ადამიანი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც თავისთვის ძვირფას ადამიანს კარგავს.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„რაა სიკვდილი? ─ ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “წითელი მგელი” (1988 წ.)

  •  

„სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ადამიანთა სევდა” (1984 წ.)

  •  

„ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის.“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “წითელი მგელი” (1988 წ.)

  •  

„სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი ─ მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს?! სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

„სიკვდილი ვალია ─ უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ადამიანთა სევდა” (1984 წ.)


  •  

„მკვდარს არაფერი სჭირდება ─ არც სიყვარული, არც სიბრალული, არც დამშვიდება.“

  შტეფან ცვაიგი
  •  

„ვინც მოიხადა ამ სოფლად ვალი, ის მკვდარიც ცოცხლობს ─ არ არის მკვდარი.“

  აკაკი წერეთელი
  •  

არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “მეფე დიმიტრი თავდადებული” თავი XX

  •  

„ადამიანი მხოლოდ მაშინ ითვლება მკვდრად, როცა იმის სიკვდილს შეეგუებიან.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი ─ არა.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„კაცი ჯერ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს ─ როცა ყველასთვის სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

- ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო; ყველა ერთნაირად ყარს...
- ცოდვა ყარს და არა ─ სიკვდილი!

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„დიდებულ გვამთაგან გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის.“

  ამბროსი ხელაია

  ციტატის წყარო: სიტყვა, წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე (1907 წ.)

  •  

„სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ იმის კი მეშინია, სასაფლაოდან ყველა რომ წავა და მე კი იქ მარტო დავრჩები.“

  იპოლიტე ხვიჩია


  •  

„ნათხოვარ ყულფში თავი არ გაყო, თორემ სიკვდილსაც დაგამადლიან...“

  გიორგი ჯიმშელეიშვილი
  •  

„ყოველი საფლავის ქვის ქვეშ ასვენია ერთი მსოფლიო ისტორია.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„საბოლოოდ სულერთია რისთვის კვდები, მაგრამ თუ კვდები იმისთვის, რაც გიყვარს, მაშინ ასეთი თბილი და ერთგული სიკვდილი სჯობს ცივ და უნდო სიცოცხლეს.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„სანამ არ შევურიგდებით ფიქრს სიკვდილის შესახებ, ჩვენ ვერ შევძლებთ სიცოცხლის დაწყებას.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„სიბრაზისა და წყენისკენ მიდრეკილი ადამიანები მტანჯველი სიკვდილით კვდებიან ─ მათ დასასრულს ხშირად თან ახლავს ბრძოლა, შიში და დანაშაულის განცდა. ისინი კი, ვინც მოახერხა შინაგანი ჰარმონიის მოპოვება და პატიებისა და თვითპატიების აუცილებლობის გაგება, მშვიდად კვდებიან.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ადამიანის გარდაცვალებით წუხდება არა თავად გარდაცვლილი, არამედ მის გარშემო მყოფი ცოცხალი ადამიანები.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„სიკვდილი მარადისობისგან მონიჭებული თავისუფლებაა.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

- რატომ კვდებიან საუკეთესო ადამიანები?
- როდესაც ბაღში ხარ, რომელ ყვავილს წყვეტ?
- ყველაზე ლამაზს.

  •  

- როდის იყავი ბედნიერი?
- როცა სიკვდილის მეშინოდა...
- რატომ გეშინოდა სიკვდილის?
- იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი...
- და... რას გრძნობ როცა ბედნიერი ხარ?
- ძალიან გეშინია... სიკვდილის...

  ციტატის წყარო: კინოფილმი “კაკუნი სამოთხის კარზე” (1997 წ.)

  •  

„სხვისი მკვდარი სხვას მიძინებული ეგონაო.“

  — [[ ]]
  •  

„რამდენი ცოცხალი ჩემთვის მკვდარია... ზოგისთვის თავად მე გარდავიცვალე...“

  — [[ ]]
  •  

„არავინ იცის, ვინ უფრო საცოდავია... ის, ვისაც გულზე ცივი ქვა ადევს, თუ ის, ვისაც მასთან ვარდები მიაქვს...“

  — [[ ]]
  •  

„თუ იცხოვრებ ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია, ერთ მშვენიერ დღეს მართალი აღმოჩნდები.“

  — [[]]
  •  

„სიკვდილი არ არის საშიში ─ საშიში ღვთის წინაშე წარსდგომაა.“

  ციტატის წყარო: კინოფილმი “კუნძული” (2006 წ.)

  •  

„სადაც ბევრი მკვდარია, სიკვდილის შიშიც ქრება.“

  ბერძნული ანდაზა
  •  

სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს,არამედ იმის,რომ ვერასოდეს დაიწყებ სიცოცხლეს.

  — მარკუს ავრელიუსი

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას.სიკვდილის შიში უფრო საზარელია,ვიდრე თვით სიკვდილი.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი,ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა.ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში,მანამ სულ–ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

არავინ იცის რა არის სიკვდილი,და არის თუ არა იგი უდიდესი სიკეთე ადამიანისათვის,მიუხედავად ამისა,მისი ეშინიათ,თითქოსდა იციან,რომ იგი უდიდესი ბოროტებაა

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს:სიმდიდრე,ნიჭი,სამშობლო,სიცოცხლე და ა.შ.,მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევს სხვას მის სიკვდილს.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

უკვდავება სიკვდილზე ბევრად უფრო საზარელი რამ არის.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

ჯობია მოულოდნელად მოკვდე ,ვიდრე ცხოვრების ყოველი ეტაპი სიკვდილის მოლოდინში გაატარო.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

თუ ადამიანმა არ იცის რისთვის მოკვდებოდა, ის არც სიცოცხლის ღირსია.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.მე მეშინია… ვფიქრობ:მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი.მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

სიკვდილი ერთი ოთახიდან მეორეში გასვლას ჰგავს, მაგრამ არასოდეს იცი, თუ ვინ დაგხვდება იქ.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

მეგონა, ვსწავლობდი თუ როგორ უნდა მეცხოვრა, მაგრამ მისწავლია, თუ როგორ მოვმკვდარიყავი.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

უკვდავება არ ნიშნავს უვადო არსებობას დროში,უფრო ნიშნავს არსებობას დროის გარეშე.განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის არის მხოლოდ მყარი ილუზია.

  ციტატის წყარო: გამონათქვამები სიკვდილზე

  •  

ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა კი ─ სტატისტიკა.

  •  

არაფერია სამყაროში გარდაუვალი, გარდა სიკვდილისა და გადასახადებისა.

  •  

სულელური გამოგონების მრავალი მაგალითი შეიძლება მოიყვანოს ადამიანმა, მაგრამ სასაფლაოს მესერის მოწყობა მათ შორის განსაკუთრებულია. ისინი, ვინც შიგნით არიან, უძლურნი არიან გარეთ გამოაღწიონ, ისინი კი, ვინც გარეთ არიან, არას დიდებით არ სურთ შიგნით შევიდნენ

  •  

ყოველი დღე ერთი პატარა სიცოცხლეა – ყოველი გაღვიძება და ფეხზე ადგომა პატარა დაბადებაა, ყოველი დილის რიჟრაჟი პატარა ახალგაზრდობაა, და ყოველ საღამოს ლოგინში დაწოლა და ძილიც ერთი პატარა სიკვდილია

  •  

ვისაც აღარაფერი აკვირვებს და შეიძლება შიშში დაიკარგოს, ის სულიერად უკვე მკვდარია

  •  

ფრთხილად იყავით წიგნებთან ჯანმრთელობის შესახებ, მათ შეიძლება ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომით გიმსხვერპლონ