შინაარსზე გადასვლა

სიყვარული

ვიკიციტატიდან
  •  

„სიყვარული ─ ესაა მისწრაფება სრულყოფილებისკენ, სიმშვიდისკენ.“

  ნეტარი ავგუსტინე
  •  

„გრავიტაცია დამნაშავე არაა იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„სამყარო მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ვიცხოვროთ – რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია.“

  დანტე ალიგიერი
  •  

„სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება.“

  ჭაბუა ამირეჯიბი

  ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)

  •  

„ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს – მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული.“

  ჭაბუა ამირეჯიბი
  •  

„სიყვარული დაუოკებელი სურვილია, ხოლო დაკმაყოფილებული სურვილი ნელდება.“

  ჰანს კრისტიან ანდერსენი
  •  

„სიყვარული ორ სხეულში მცხოვრები ერთი სულია.“

  არისტოტელე
  •  

„გიყვარდეს ─ ეს ნიშნავს, რასაც სიკეთედ თვლი, გინდოდეს სხვისთვის, ანუ ვინც გიყვარს, მისთვის.“

  არისტოტელე
  •  

„სიყვარული მარტო ურთიერთშერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც ─ ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს.“

  არისტოტელე
  •  

„სიყვარული თეორემაა, რომელიც ყოველდღიურ დამტკიცებას მოითხოვს.“

  არქიმედე


  •  

„სიყვარულს, ასე თუ ისე, სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები... სიმართლე თუ გინდათ, ამ უნარის გარეშე ადამიანს ათი ცოფიანი ძაღლი სჯობია ─ იმდენად საშიში და დაუნდობელია... მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. უმრავლესობას ამ უნარის, თუნდაც სულ უმნიშვნელო ნამცეცები, მაინც აქვს შემორჩენილი.“

  თეიმურაზ ბაბლუანი

  ციტატის წყარო: “მზე, მთვარე და პურის ყანა” (2018 წ.)

  •  

„არ არსებობს ქვეყნად სიხარული, რომელიც წართმეულ სიყვარულს შეცვლის.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„გულწრფელ სიყვარულს აქვს თავისი წინასწარჭვრეტა და მან იცის, რომ სიყვარული სიყვარულს იწვევს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„იქნებ, სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი?!“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„სიყვარული ჩვენი მეორე გარდაქმნაა.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “რად ჰყვედრი კაცსა”

  •  

„ნამდვილი სიყვარული სრულყოფილი ადამიანის პოვნით კი არა, არასრულყოფილი ადამიანის სრულყოფილად დანახვით მიიღწევა.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„სიყვარული ხელოვნების ნიმუშია ─ მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების, კინორეჟისორების მუზა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„შეიძლება სიყვარულიც ასე განიმარტოს: ელექტროშოკი, რომელიც მოგონებას აცოცხლებს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ხეიბარი ვარ, ვერ ვამბობ ფრაზას „მიყვარხარ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სიყვარული გრძელდება სამი წელი: პირველ წელს ავეჯს ყიდულობენ, მეორე წელს მას აწყობენ, მესამე წელს კი იყოფენ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„სჯობს, ბავშვებს დროულად ვუთხრათ, რომ სიყვარული შეუქცევადად კვდება.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„შეყვარებული მამაკაცი ის არის, ვისაც უყვარს თავისი მძინარე ქალბატონის ყურება და მისით ტკბობა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„სიყვარული „ამერიკულ მთებს“ ჰგავს: დასაწყისში მაღლა მივემართებით, მერე უცებ დაბლა ვეშვებით, მერე ისევ მაღლა, მერე მოწყვეტით დაბლა და დაბლა გული გვერევა!“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„იყო შეყვარებული, ნიშნავს იყო სულ გაოცებული – როცა გაოცება გაივლის, სიყვარულიც გაქრება. ხშირად გვავიწყდება, რომ სიყვარულში ცნობისმოყვარეობა 90%-ია და მხოლოდ 10% – მარტოხელა ძაღლივით სიკვდილის შიში.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„პირველი სიყვარილო იღბლიანი იშვიათად არის, არც უნაკლოა, მაგრამ… ის პორველია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “უნა & სელინჯერი” (2014 წ.)

  •  

„უფრო თავდავიწყებით ისინი არიან შეყვარებულები, ვისაც საპასუხო სიყვარულით არ პასუხობენ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “უნა & სელინჯერი” (2014 წ.)

  •  

„თუ თქვენ იცით, რის გამო გიყვართ ქალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ გიყვართ.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„დანაშაული არ არის, რამდენჯერმე გიყვარდეს.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„სიყვარული ყოველთვის ტელესკოპში იყურება, სიძულვილი კი, მიკროსკოპში გაკვირდება.“

  ჯოშ ბილინგსი
  •  

„სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით ─ გვანთავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება.“

  ალექსანდრე ბლოკი
  •  

„რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეს ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.“

  ნაპოლეონ ბონაპარტი
  •  

„გაანადგურეთ სიყვარული და ჩვენი დედამიწა სამარედ გადაიქცევა.“

  რობერტ ბრაუნინგი
  •  

„სიყვარულია, როდესაც ვინმეს შეუძლია ადამიანს საკუთარი თავი დაუბრუნოს.“

  რეი ბრედბერი
  •  

„სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ.“

  რეი ბრედბერი
  •  

„შეყვარებული ხალხი ხისტი და საშიში ხდება ხოლმე; ფართო პერსპექტივაში ხედვის უნარს კარგავენ, ისევე როგორც იუმორის გრძნობას... ისინი ნერვიული მუდოები ხდებიან, ფსიქოპათური გადახრებით... ზოგჯერ მკვლელებიც.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)

  •  

„იპოვე ის, რაც მთელი გულით გეყვარება და მიეცი საშუალება ─ მოგკლას.“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია ადამიანი გიყვარდეს ─ თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ.“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„თუ სიყვარულის უნარი გაქვს, პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე.“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„ვისაც უყვარს, იმ ადამიანის ბედი უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს.“

  მიხეილ ბულგაკოვი

  ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)

  •  

„სიყვარული არ ითხოვს სრულყოფილებას ─ ის ხედავს მთლიანობას არასრულშიც.“

  ლეო ბუსკალია


  •  

„სიყვარული თამაშია, რომელსაც ორი თამაშობს და ორივე მოგებული რჩება.“

  ევა გაბორი
  •  

„სიყვარული კორექტულ შეცდომას ჰგავს ─ სადაც არ გგონია, იქ შეგეპარება.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიონისოს ღიმილი” (1925 წ.)

  •  

„ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„რაც გიყვარს, იმის მიხედვითაც ჩანს, რასაც წარმოვადგენთ.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„ორი არაიდეალური ადამიანი ერთმანეთს შეხვდა... შეიყვარეს... და ერთმანეთისთვის იდეალურები გახდნენ.“

  ვიტალი გიბერტი
  •  

„სიყვარული, იცით, რა არის? როცა რაიმეს კი არ ველი შენგან... არამედ მზად ვარ, მოვკვდე შენთვის...“

  თეოდორე გიგნაძე
  •  

„რაშია გამოსავალი? გამოსავალი სიყვარულშია ─ როდესაც ადამიანს უყვარს, მას აღარაფერი ბეზრდება...“

  თეოდორე გიგნაძე
  •  

„სიყვარული შობს სიყვარულს.“

  იაკობ გოგებაშვილი
  •  

„ძლიერი, წმინდა სიყვარული მოყვასისადმი, თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცო.“

  იაკობ გოგებაშვილი
  •  

„სიყვარულს, ისევე როგორც მთელ ბუნებას, აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება ─ ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა.“

  ვინსენტ ვან გოგი
  •  

„სიყვარულის გარეშე ცხოვრება ცოდვა და უზნეო მდგომარეობაა.“

  ვინსენტ ვან გოგი
  •  

„სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას, მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან.“

  ვინსენტ ვან გოგი
  •  

„განა სიყვარულს რაიმე საერთო აქვს გონებასთან?!“

  გოეთე
  •  

„ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები ─ ნამდვილი გრძნობით ნათქვამი „მიყვარხარ“ არასოდეს გაუფერულდება.“

  ნიკო გომელაური
  •  

„არაფერი ისე არ მჟღავნდება, როგორც ფარული სიყვარული.“

  ლევან გოთუა
  •  

„სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა ─ ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს.“

  მაქსიმ გორკი
  •  

„სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.“

  მაქსიმ გორკი
  •  

„ჭეშმარიტი სიყვარული ელვისებურად გადის გულში და მასსავით მუნჯია.“

  მაქსიმ გორკი
  •  

„არსებობს სიყვარული, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უშლის და არსებობს სიყვარული, როდესაც მთა ველად იქცევა.“

  მაქსიმ გორკი
  •  

ვისაც ვინ უყვარს, ჯურღმულშიც მოსძებნის უეჭველადა.

  იოსებ გრიშაშვილი

  ციტატის წყარო: “ია და ყაყაჩო”


  •  

„სიყვარული რაა, ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა.“

  სალვადორ დალი

  ციტატის წყარო: ????????????????

  •  

„ვისაც არავინ უყვარს, ის მგონი, არავის უყვარს.“

  დემოკრიტე
  •  

„ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ, სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის.“

  დემოკრიტე
  •  

„თუ შენ ერთდროულად გიყვარს ორი ადამიანი, აირჩიე მეორე, რადგან პირველი რომ გყვარებოდა მართლა, მეორე არასოდეს შეგიყვარდებოდა.“

  ჯონი დეპი
  •  

„სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც აქვს და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.“

  დენი დიდრო
  •  

„სიყვარული ─ ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.“

  ჩარლზ დიკენსი
  •  

„ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით, თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა.“

  ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)
  •  

„ის, ვინც შეყვარებულია, არასოდეს იბნევა იმაში, თუ ვინ უყვარს.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, იმან დარდიც დიდი იცის.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი...“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„არ შეიძლება შენი ცხოვრება სხვებს მსხვერპლად შესწირო და გეგონოს, რომ ეს სიყვარულია.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!..“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს... ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„როდესაც ყვავილი მოგწონს, წყვეტ მას, ხოლო როცა გიყვარს ─ რწყავ.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„სიყვარულმა ასე იცის ─ ადამიანი ხდება სახლი, რომელშიც ცხოვრობ.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„როცა იგრძნობ, რომ გული სიყვარულით გიძგერს, ამ სიყვარულის ჩახშობას ნუ შეეცდები.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„სიყვარული – ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის, ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა.“

  ნოდარ დუმბაძე
  •  

„სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.“

  ნოდარ დუმბაძე


  •  

„სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა ─ სიკვდილი.“

  მარია ფონ ებნერ-ეშენბახი
  •  

„გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„ნამდვილი სიყვარული იწყება მაშინ, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  ციტატის წყარო: “პატარა უფლისწული” (1943 წ.)

  •  

„ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„მას, ვისაც უყვარდა, კვლავ ვერ შეიყვარებს, არ ძალუძს დამწვარს, კვლავ რომ აალდეს.“

  სერგეი ესენინი


  •  

„ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობანი.“

  ლოპე დე ვეგა
  •  

„სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს ─ მოდით, ჩვენც მას დავემორჩილოთ.“

  ვერგილიუსი
  •  

„სიყვარული არის იქ, სადაც შენ იპოვი მას.“

  კურტ ვონეგუტი


  •  

„გვიანდელი, მუდმივი სიყვარული უფრო მჭიდროა, ვიდრე პირველი.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„მხოლოდ სიყვარულის შუქში ქრება უსასრულობის საზღვარი.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ქალის სიყვარული, თუ მას წინ არაფერი გადაეღობა, უეჭველად გადაიზრდება თაყვანისცემაში.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„სიყვარული ყველაფერს სძლევს ─ იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.“

  უილიამ თეკერეი


  •  

„ადამიანს ერთგული მეგობრისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია ─ ყველაფრის, გარდა იმ ქალისა, რომელიც უყვარს.“

  ჰენრიკ იბსენი
  •  

„მარტო ის კი არ უნდა გვიყვარდეს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არამედ ─ ყველა.“

  ილია II
  •  

„სიყვარული ბავშვივითაა ─ წყენა უცებ ავიწყდება.“

  ილია II
  •  

„შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ თუ შეგიყვარდა, მერე მარტო ის და იმის ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც გეყვარება.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიყვარულის დროს თუ მონობა შეგიძლია ─ მეფე ხარ!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„გიყვარდა და აღარ გიყვარს, მასეთი რამ არ არსებობს... თუ მართლა გიყვარს, სამუდამოდ გიყვარს. თუ გადაგიყვარდა, ესე იგი, არც არასოდეს გყვარებია.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ერთსა და იმავე დროს თუ ვინმეს ორი ჰყვარებია, იმას არასოდეს არავინ ჰყვარებია.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიყვარულის და ვნების დამწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო, კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიყვარული არ არის მხოლოდ ფიქრი ადამიანზე, ეს არის ყოფნა მის გვერდით მაშინაც კი, როცა შორს ხარ.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი ─ არ დამიცდიდი: ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიყვარული დიდი ტვირთია ─ სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიყვარული თუ არ იცი, ყველაფრის სწავლას თავი დაანებე და ჯერ სიყვარული ისწავლე.“

  ოტია იოსელიანი


  •  

„სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს. ყველაზე ძვირფასს რომ დათმობ ─ ეს არის სიყვარული.“

  კახი კავსაძე
  •  

„ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან, რომ უყვართ.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.“

  ალბერ კამიუ
  •  

„შეიყვარეთ საკუთარი თავი, შემდეგ ─ სიცოცხლე და მხოლოდ ამის შემდეგ ─ ის, ვინც გსურთ.“

  ფრიდა კარლო
  •  

„სიყვარული სულიერი კულტურის ნაწილია ─ პატარა ადამიანები მას ვერ წვდებიან და საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ტანჯავენ!..“

  პაატა კვარაცხელია
  •  

„მიყვარხარ, იმიტომ რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა, შენ რომ მეპოვნე...“

  პაულო კოელიო
  •  

„სიყვარული ველური ძალაა ─ როცა მის გაკონტროლებას ვცდილობთ, ის გვანადგურებს. როცა ვცდილობთ მას ჩავწვდეთ ─ გვაბნევს.“

  პაულო კოელიო
  •  

„გიყვარდეს, ესე იგი გიყვარდეს ─ სიყვარული არგუმენტებს არ ცნობს.“

  პაულო კოელიო
  •  

„სიყვარული ─ ის ერთადერთია, რაც გონებას ავითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, გვწმენდს და გვანთავისუფლებს.“

  პაულო კოელიო
  •  

„თუ ოდესმე რამეს ვუხსნივართ, ისევ სიყვარულის ძალას და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი სიმაგრე.“

  მერაბ კოსტავა
  •  

„სიყვარულისგან მანდილოსნები ლამაზდებიან, მამაკაცები კი ავადმყოფ ცხვრებს ემსგავსებიან.“

  აგათა კრისტი
  •  

„სიყვარული ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაცის მარტოობას შევამჩნევთ.“

  მილან კუნდერა

  ციტატის წყარო: “გამოსათხოვარი ვალსი” (1976 წ.)

  •  

„შენი გაცემული სიყვარული მაინც იმდენი მიდის ადამიანამდე, რამდენადაც თვითონ უყვარხარ.“

  ლუკა კუხიანიძე

  ციტატის წყარო: “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2021 წ.)


  •  

„სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს.“

  ჟან დე ლაბრიუიერი
  •  

„ჩვენ სიყვარულს ტანჯვის ხარისხით ვზომავთ, არადა, ჯანსაღი სიყვარული იზომება ბედნიერების ხარისხით.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„სიყვარული იმას ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.“

  გოტფრიდ ლაიბნიცი
  •  

„ვერანაირი მატერიალური, რაოდენ შესანიშნავი და ფასეულიც არ უნდა იყოს იგი, ვერ დაბადებს ჩვენში გრძნობას, რომ ვიღაცას ვუყვარვართ.“

  დალაი ლამა XIV

  ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„არავითარ თვალთმაქცობას არ შეუძლია დამალოს სიყვარული იქ, სადაც იგი ნამდვილად არის და არავითარ ძალას არ შეუძლია გვაჩვენოს სიყვარული იქ, სადაც იგი არ არსებობს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„სიყვარული ერთია, მაგრამ მისი იმიტაცია ─ ათასი.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს ─ ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„თუკი სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობას ჰგავს, ვიდრე მეგობრობას.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„არც ერთ ვნებაში თავის თავისადმი სიყვარული ისე მძლავრად არ არის გამეფებული, როგორც მიჯნურობაში; ადამიანი ნიადაგ მზადაა, სატრფოს სიმშვიდე დაურღვიოს, ოღონდ თავად იყოს მშვიდად.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ის, ვინც გადაიყვარეს, თვითონაა დამნაშავე, რადგან ვერ შეამჩნია ეს დროულად.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„არ არსებობს კაცი, რომელიც ერთხელ გულს რომ აიცრუებს საყვარელ ქალზე, სირცხვილით არ იხსენებდეს თავის ძველ სიყვარულს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„სიყვარული ცეცხლია: თუ არ კვებავ ─ ქრება.“

  მიხეილ ლერმონტოვი
  •  

„სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.“

  ჰანს ლობერგერი
  •  

„სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა. იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს...“

  ჯეკ ლონდონი

  ციტატის წყარო: “მარტინ იდენი” (1909 წ.)

  •  

„ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება ─ იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო.“

  ჯეკ ლონდონი

  ციტატის წყარო: “მარტინ იდენი” (1909 წ.)

  •  

„სიყვარული ვერ იტანს გამუდმებით გამოკვლევას ─ თუ ყველაფერს ამოწმებ, ნაწილებად შლი, ადარებ, სინათლესთან ახლოს მიგაქვს, ის ჩაქვრება და მოკვდება.“

  სოფი ლორენი


  •  

„არ მისცე შენს თავს უფლება, მოკვდე ისე, რომ სიყვარულმა არ გაგაოცოს.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმის გამო, თუ ვინ ვარ მე შენ გვერდით.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„თუ შეხვდებით თქვენს ნამდვილ სიყვარულს, ის არ დაგეკარგებათ ─ არც ერთი კვირის შემდეგ, არც ერთი თვის და არც ერთი წლის შემდეგ.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„სიყვარულის სიმპტომები ქოლერისას ემთხვევა.“

  გაბრიელ გარსია მარკესი

  ციტატის წყარო: “სიყვარული ჟამიანობის დროს” (1985 წ.)

  •  

„უძლეველი ძალა, რომლითაც დედამიწა ბრუნავს, ბედნიერი სიყვარული კი არა, უბედური სიყვარულია.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა, რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ჭეშმარიტმა სიყვარულმა ფიქრი არ იცის.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„სიყვარული ომს ჰგავს ─ ადვილია დაიწყო, ძნელია დაამთავრო და შეუძლებელია დაივიწყო.“

  ჰენრი ლუის მენკენი
  •  

„სიყვარული უსასრულობის ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა.“

  მორის მეტერლინკი
  •  

„თქვენ იცით, რა არის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული? ოდესმე გყვარებიათ ისე, რომ ჯოჯოხეთის მარადიული სატანჯველისათვის გაგემეტებინათ თავი?! ─ მე მყვარებია.“

  ამედეო მოდილიანი
  •  

„სიყვარული კვდება ─ ცხოვრების უდიდესი ტრაგედია არა ადამიანის გარდაცვალება, არამედ ისაა, რომ მათ აღარ უყვართ.“

  უილიამ სომერსეტ მოემი
  •  

„სიყვარული სიცოცხლის ერთადერთი სიამეა, რომელსაც ხშირად ვიმწარებთ, რადგან ზოგჯერ მისგან შეუძლებელ რამეს მოვითხოვთ ხოლმე!“

  გი დე მოპასანი
  •  

„სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.“

  გი დე მოპასანი


  •  

„სიყვარული ერთადერთია, რის გამოც ადამიანი ხდება ძლიერი, ქალი ─ ლამაზი, კაცი ─ კეთილი, სული ─ ამაღლებული, ცხოვრება კი ─ მშვენიერი!“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„რა არის სიყვარული, თუ არა გაგება და ბედნიერება იმისა, რომ მეორე ადამიანი ცხოვრობს, მოქმედებს და განიცდის ჩვენგან განსხვავებულად.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„სიყვარულში ყოველთვის არსებობს სიგიჟე, მაგრამ ასევე არსებობს ამ სიგიჟის მიზეზებიც.“

  ფრიდრიხ ნიცშე


  •  

„სიყვარული არის თავის დავიწყება.“

  გრიგოლ ორბელიანი
  •  

„სიყვარული, ყველაზე მომაკვდინებელი ყველაზე მომაკვდინებელ სენთაგან ─ კვდები მაშინაც, როდესაც გიყვარს და მაშინაც, როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ.“

  ლორენ ოლივერი

  ციტატის წყარო: “დელირიუმი” (2011 წ.)

  •  

„სიყვარული გაძლევს ფრთებს და საშუალებას, იფრინო რაც შეიძლება მაღლა.“

  ოშო
  •  

„სიყვარული ─ ეს დამოკიდებულება კი არა, მდგომარეობაა.“

  ოშო
  •  

„თუ თქვენ გიყვართ ადამიანი, თქვენ მისი პირადი ცხოვრების საზღვრებს არ დაარღვევთ.“

  ოშო


  •  

„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტებას, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება.“

  ციტატის წყარო: პავლე I კორინთელთა 13:4-8

  •  

„ადამიანებს უყვართ არა საჭიროებისთვის, არამედ ─ ბედნიერებისთვის.“

  ბლეზ პასკალი
  •  

„სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.“

  ჟან პოლი
  •  

„უპასუხო სიყვარული არ ამცირებს ადამიანს, არამედ ─ აღამაღლებს მას.“

  ალექსანდრე პუშკინი


  •  

„ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწადია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„სიყვარულისთვის აუცილებელია გარკვეული გულუბრყვილობა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„ნამდვილი სიყვარული სხვათა თანდასწრებას ვერ ეგუება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც შვებულებაში გასული მიცვალებული.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„სიყვარული სნეულებასავით არის ─ ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს ─ მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„გიყვარს ─ ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ქალი სიყვარულისგან უფრო ფხიზლდება, კაცი კი ─ ჭკუას კარგავს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ცხოვრება მეტისმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.“

  ფრიდრიხ რუკერტი
  •  

„ჭეშმარიტი სიყვარული ფიზიკურ საზღვრებს სცდება და თუნდაც სხეულები დაშორდნენ ერთმანეთს, სულები სამუდამოდ დაკავშირებული რჩებიან.“

  ჯალალედინ რუმი
  •  

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„ღრმა სიყვარული თავდავიწყებას ნიშნავს.“

  ჟან-ჟაკ რუსო


  •  

„გაუზიარებელი სიყვარული ორმხრივი სიყვარულისგან ისევე განსხვავდება, როგორც სიცრუე ჭეშმარიტებისგან.“

  ჟორჟ სანდი
  •  

„მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე ─ შეყვარებული არაა.“

  ჟორჟ სანდი
  •  

„სიყვარული არის წარმოსახვის გამარჯვება ინტელექტზე.“

  ჟან პოლ სარტრი
  •  

„სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს.“

  სენეკა
  •  

„არაფერი ისე არ იპყრობს, არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის შეცნობა, რომ ის უყვართ.“

  ჰენრიკ სენკევიჩი
  •  

„სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე ─ სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები ─ მარგალიტებად.“

  მიგელ დე სერვანტესი
  •  

„სიყვარული ციებ-ცხელებას ჰგავს ─ შენი ნების მიუხედავად მოდის და მიდის.“

  სტენდალი
  •  

„სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.“

  სტენდალი
  •  

„სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.“

  სტენდალი
  •  

„ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.“

  სტენდალი


  •  

„სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.“

  გალაკტიონ ტაბიძე
  •  

უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.

  გალაკტიონ ტაბიძე
  •  

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი, [...]
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს.

  გალაკტიონ ტაბიძე
  •  

„ადამიანებს სიყვარული უფრო აკლიათ, ვიდრე პური და ეს ყველაზე ძლიერი შიმშილია.“

  დედა ტერეზა
  •  

„სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე, რომ სიყვარული მიიტანო.“

  დედა ტერეზა
  •  

„სიყვარული ძლიერი სურვილია, რომ ძლიერად სურდე ვინმეს.“

  მარკ ტვენი
  •  

- არსებობს ერთი ნახვით შეყვარების საწინააღმდეგო საშუალება?
- დიახ, არსებობს ─ მეორედ უნდა შეხედოთ დაკვირვებით.

  მარკ ტვენი
  •  

„ყველაზე ბოროტ კაცსაც ღიმილით უნათდება სახე როცა ეუბნებიან, რომ ის უყვართ.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„როცა ვინმეს უყვარხარ, ისეთივე ბედნიერებაა, როგორც შენ თვითონ რომ გიყვარს სხვა, და მთელი სიცოცხლე უნდა იკმარო, თუკი ერთხელ მაინც გახდი ამის ღირსი.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენ ვუყვარვართ ჩვენი სიკარგის გამო. მაგრამ ვერ ვხვდებით ─ ვუყვარვართ იმიტომ, რომ კარგები არიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„როდესაც შეგიყვარდება, ეს ისეთია, თითქოს მკვდარი იყავი და გაცოცხლდი.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„იმისათვის, რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, მაგრამ მის გარეშე აზრს კარგავს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ ─ არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ.“

  ლევ ტოლსტოი

  ციტატის წყარო: “ანა კარენინა” (1873-1877 წწ.)

  •  

„ვინც გიყვარს, იმას ჯოჯოხეთიდან ამოათრევ, ვინც არ გიყვარს ─ იმას დუმილსაც არ შეარჩენ.“

  დათო ტურაშვილი
  •  

„სიყვარული ყველა კარს აღებს...“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “ჯინსების თაობა” (2008 წ.)

  •  

„როდესაც გვიყვარს, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ...“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)

  •  

„სიყვარულს ერთი ლამაზი თვისებაც აქვს ─ იგი არასოდეს ქრება და იკარგება, შვიდი საუკუნეც რომ გავიდეს, ის მაინც არსებობს, თუ იმ შვიდი საუკუნის შემდეგაც არსებობენ ადამიანები, ვისაც სიყვარული შეუძლია…“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)


  •  

„სიყვარული სინაზით დაავადებაა.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„არასოდეს შეიყვარო ისეთი ადამიანი, რომელიც ისე მოგექცევა, თითქოს ჩვეულებრივი ხარ.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„სამყაროს შეცნობას ემსახურება სიყვარული, და არა ─ გერმანული ფილოსოფია.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ჩვენ არავინ გვიყვარს სილამაზის, ტანისამოსისა და სიმდიდრის გამო ─ ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ მასში მელოდიაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისია.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს, გარდა სიღარიბისა და კბილის ტკივილისა.“

  მეი უესტი
  •  

„სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას, გაცნობა კი სიყვარულს კლავს.“

  მიგელ დე უნამუნო


  •  

„მე ვერ ვიპოვე სიყვარულის ობიექტი და ამიტომ თავი ისე მეჭირა, თითქოს ამ სამყაროში არაფერი იმსახურებდა სიყვარულს.“

  ჯონ ფაულზი

  ციტატის წყარო: “გრძნეული” (1965 წ.)

  •  

„სიყვარული ღვთაებრივი სიგიჟეა.“

  მარსილიო ფიჩინო
  •  

„განა სიყვარულს ისე, ვით ინდოეთის მცენარეს, საგანგებოდ შემზადებული ნიადაგი და განსაკუთრებული ჰავა არ ესაჭიროება?“

  გუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„უყვართ არა ღირსებისთვის, არამედ ნაკლის მიუხედავად.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„ჩვენ არასოდეს ვართ ისეთი დაუცველები, როგორც მაშინ, როცა გვიყვარს, და არასოდეს ვართ ისეთი უიმედოდ უბედურები, როგორც მაშინ, როცა სიყვარულს ვკარგავთ.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„სიყვარული ერთადერთი გონივრული და დამაკმაყოფილებელი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ არსებობს კაცობრიობა.“

  ერიხ ფრომი
  •  

„სიყვარული მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როცა ის გიყვარს, ვისი გამოყენებაც საკუთარი მიზნებისთვის არ გჭირდება.“

  ერიხ ფრომი
  •  

„სიყვარული არ არის ბუნებრივი მოცემულობა ─ ის საჭიროებს დისციპლინას, კონცენტრაციას, მოთმინებას, ერთგულებას და ნარცისიზმის დაძლევას; ეს არ არის გრძნობა, სიყვარული არის ქმედება.“

  ერიხ ფრომი
  •  

„სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა.“

  ვაჟა-ფშაველა


  •  

„სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “მდგმური” (1979 წ.)

  •  

- თუ მიიღე ცხოვრებისგან ყველაფერი, რაც გინდოდა?
- მივიღე.
- და რა გინდოდა?
- ვინმეს რომ ვყვარებოდი და ეს არ დაემალა...

  რეიმონდ კარვერი
  •  

„დედაჩემი მამაჩემს ცოლად სიყვარულით გაჰყვა, მაგრამ მთელი ცხოვრება ტიროდა ─ სიყვარულისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო...“

  კოკო შანელი
  •  

„ცხოვრებაში, რომლის სიგრძე ნახევარი ამოსუნთქვაა, არაფერი დაგეგმოთ სიყვარულის გარდა.“

  ელიფ შაფაქი
  •  

„სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ვინც არ გამოხატავს სიყვარულს, ესე იგი, მას არ უყვარს.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიყვარული გაურბის მას, ვინც მისდევს და აედევნება მას, ვინც გაურბის.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა ─ სიტყვით.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიყვარული არა თვალებით, არამედ გულით იყურება.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიყვარული ─ ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება ─ შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ ─ მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი.“

  უილიამ შექსპირი


  •  

„სიყვარული იზომება იმ მსხვერპლით, რომელზედაც შენ შეგიძლია წახვიდე. მე მაგალითად აბსოლუტურად ყველაფერზე ვიქნებოდი თანახმა ─ მათ შორის სიცოცხლეზეც.“

  გელა ჩარკვიანი
  •  

„სიყვარული მაშინ იწყება, როცა იწყებ სხვის სიხარულზე ფიქრს საკუთარზე მეტად.“

  ირაკლი ჩარკვიანი
  •  

„ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა ─ შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„როცა გიყვარს, შენში დიდი სიმდიდრე იშლება ─ არც კი გჯერა, რომ ასე შეგიძლია გიყვარდეს.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს ─ იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ”

  •  

„ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

„შეყვარებული ადამიანის ბუნება ისეთივე სურნელოვანია, როგორც ყვავილი.“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი, მარადიული მონატრებაა...

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ”

  •  

„სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.“

  გოდერძი ჩოხელი


  •  

„და სადაც სიყვარულია, იქ სიწმინდეა, ღმერთია...“

  აკაკი წერეთელი


  •  

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?

  ალექსანდრე ჭავჭავაძე
  •  

რაც მტრობას დაუქცევია ─
სიყვარულს უშენებია.

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “დამაკვირდი”

  •  

„სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისაგან სიყვარულს იგრძნობ.“

  თამაზ ჭილაძე


  •  

„ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე, მეათეზე გადაერთვება. სხვას კი ცხოვრებაც არ ჰყოფნის, რომ ის ერთადერთი უყვარდეს.“

  კონსტანტინ ხაბენსკი
  •  

„სულების მიზიდულობა შობს მეგობრობას; გონების მიზიდულობა შობს პატივისცემას; სხეულების მიზიდულობა შობს სურვილს. სამივე ერთად კი შობს სიყვარულს.“

  ომარ ხაიამი
  •  

სიყვარულის ხმა გაიშვიათდა,
აქა-იქ ზანზალაკი
წკრიალებს მოწონების.

  ვაჟა ხორნეული


  •  

„გიჟური სიყვარული სწრაფად განელდება, ორი „გიჟის“ სიყვარული კი ─ არასოდეს!“

  ანჯელინა ჯოლი
  •  

„სიყვარულია, მისცე ვინმეს შენი განადგურების ძალა და დარწმუნებული იყო ─ ამას არ იზამს!“

  ჯუბრან ხალილ ჯუბრანი


  •  

„უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„სიყვარული ─ ეს ტკბილი ტკივილია გულში.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები ─ ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი ─ სიყვარულს.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

გულო ჩემო, გეკითხები: - მითხარ, რაა სიყვარული?
- ერთი აზრი ორი სულის, ერთად ფეთქვა ორი გულის!
- სიყვარული როგორ ჩნდება?
- გულიდან და იქვე რჩება!
- სიყვარული რატომ ქრება?
- არც ყოფილა, თუკი ქრება.

  ფრიდრიხ ჰალმი
  •  

„სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„სიყვარული იზომება არა იმით, თუ რის მიღებას ელი, არამედ იმით ─ რისი გაღებისთვის ხარ მზად.“

  ქეთრინ ჰეპბერნი
  •  

„სიყვარულის ჩუქება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღება.“

  ოდრი ჰეპბერნი
  •  

„ამბობენ, რომ სიყვარული ყველაზე მომგებიანი კაპიტალია ─ რაც უფრო მეტს აბანდებ, უფრო მეტს იღებ. ყველა რომ აცნობიერებდეს ამას, ცხოვრება გამარტივდებოდა!“

  ოდრი ჰეპბერნი
  •  

„სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია.“

  ჰერმან ჰესე
  •  

„სიყვარული ნიშნავს იმის ცოდნას, თუ როგორ თქვა „მიყვარხარ“ ლაპარაკის გარეშე.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„სიყვარული ხეს ჰგავს: ის იზრდება თვითონ, ღრმად უშვებს თავის ფესვებს და აგრძელებს გამწვანებას დაცარიელებულ გულშიც.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.“

  ვიქტორ ჰიუგო

  ციტატის წყარო: “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” (1831 წ.)

  •  

„სიყვარული ─ ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება, იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.“

  თომას ჰობსი
  •  

„რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.“

  •  

„სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.“

  პავლე მოციქული
  •  

„სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა.“

  •  

„უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!“

  •  

„სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ ─ არ ცნობს ბატონებს.“

  •  

„თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია.“

  •  

„ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.“

  •  

„რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.“

  •  

„ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას.“

  •  

„ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული.“

სიყვარულის სამეფოში ენა ზედმეტი ბარგია

  •  

„თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! ─ ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან.“

  •  

„სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.“

"უცებ დავმშვიდდი: მივხვდი, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - ყველას ვუყვარდი თუ არა, მთავარი ის იყო, მე რომ მიყვარდა ყველა. ეს გრძნობა ცხოვრებას მთლიანად ცვლის და შენც ბოლომდე სიხარულით იხარჯები.."

  •  

„სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია.“

  •  

„ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი.“

სიყვარული ქოლგის ქვეშ ერთად შეფარების სურვილია - მას მერეც, რაც წვიმა კარგა ხნის გადავლილია..