აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის
No edit summary |
მ Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q379612 |
||
ხაზი 106: | ხაზი 106: | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] |
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] |
||
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] |
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] |
||
[[hy:Ակակի Ծերեթելի]] |
14:01, 14 ოქტომბერი 2015-ის ვერსია
აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), გამოჩენული ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
რა იციან, რომ ეს გული მკვდარია! რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია! |
ციტატის წყარო: „მუხამბაზი“. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია, გამომც. მერანი, 1980, თბილისი. გვ. 223
ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.
და სადაც სიყვარულია - იქ სიწმინდეა. ღმერთია. |
ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება. |
ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია. |
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს - მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება. |
ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?! |
იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია? |
პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა. |
მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული. |
ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო. |
გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა! |
რესურსები ინტერნეტში
- აკაკი წერეთელი, შემოქმედება, www.lib.ge.