შინაარსზე გადასვლა

სტენდალი

ვიკიციტატიდან
სტენდალი (1840)

სტენდალი (ფრანგ. Stendhal), ნამდვილი სახელი: ანრი მარი ბეილი (ფრანგ. Marie-Henri Beyle; დ. 23 იანვარი, 1783, გრენობლი – გ. 23 მარტი, 1842, პარიზი) — ფრანგი მწერალი.

ციტატები

[რედაქტირება]

ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა”

  •  

საჯარო აზრი საშიში რამეა იმ ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუცია აქვს.

 

L'opinion publique est terrible dans un pays qui a la charte.

  ციტატის წყარო: Le rouge et le noir (1830)

  •  

როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.

  •  

როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

  •  

უსაქმურობა - მოწყენილობის დედაა.

  •  

სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესოა მამაკაცისთვის–ესაა გამარჯვება და განხეთქილება. სხვა ყველაფერი ერთფეროვანია.

  •  

ქალმა თავი უნდა დაიცვას პირველად, მამაკაცმა შემდეგ, და ვაი დამარცხებულს.

  •  

სიყვარულს რომ სძლიო, ერთადერთი გზაა გაქცევა.

  •  

ადამიანი დედამიწაზე იმისათვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს, არამედ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სტენდალი