შინაარსზე გადასვლა

სტივ ჯობსი

ვიკიციტატიდან
სტივ ჯობსი (2008)

სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Jobs; დ. 24 თებერვალი, 1955, სან-ფრანცისკო — გ. 5 ოქტომბერი, 2011, პალო-ტო) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი; Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO).

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„მე ვყიდი არა პროდუქტს, არამედ შთაბეჭდილებას მასზე.“

  •  

„მე შემიძლია სამსახურიდან გავანთავისუფლო ადამიანი, შემდეგ დავურეკო მას, რათა განვიხილოთ რომელიმე პროექტი ან დავაბრუნო სამსახურში; წარსული არ მაღელვებს ─ ჩემთვის მთავარი დღევანდელი დღეა.“

  •  

„როდესაც პრობლემის გადაჭრას იწყებთ, თავდაპირველად ყველაზე რთული გადაწყვეტილებები ჩნდება და ადამიანების უმეტესობა სწორედ იქ ჩერდება. მაგრამ თუ ფიქრს გააგრძელებთ, თუ პრობლემას ჩაუღრმავდებით, თუ მის ფენებს სათითაოდ მოაცილებთ, თითქოს ხახვს ფცქვნით, საბოლოოდ მარტივ გადაწყვეტამდე მიხვალთ. ადამიანების უმეტესობას კი ამისთვის უბრალოდ არც საკმარისი ენერგია აქვს და არც დრო.“

  •  

„როცა 17 წლის ვიყავი, წავიკითხე ციტატა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველდღე იცხოვრებ ისე, თითქოს ეს შენი ბოლო იყოს, ოდესმე მართალი იქნები“. ციტატამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 33 წელი ყოველდღე სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, იმის გაკეთება მენდომებოდა, რასაც დღეს ვაკეთებ?“ და როგორც კი პასუხად ვიღებდი „არას“, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.“

  •  

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ უმდიდრეს ადამიანად მასახელებდნენ. როდესაც დასაძინებლად მივდივარ, ფიქრი იმაზე, რომ დღეს ნამდვილი სასწაული მოვახდინე, ყველაზე მნიშვნელოვანია.“

  •  

„თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ მას სხვისი ცხოვრებისთვის ნუ დაკარგავთ. ნუ იცხოვრებთ სხვისი შეხედულებებით. ნუ მისცემთ უფლებას, სხვა ადამიანების მოსაზრებების ხმაურმა თქვენი შინაგანი ხმა დაახშოს. რაც მთავარია, იყავით გაბედული და მიჰყევით თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ რატომღაც უკვე იციან, ვინ გინდათ, რომ სინამდვილეში იყოთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.“

  •  

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სამყაროზე კვალი დავტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ რატომ ვართ ყველანი აქ?“

  •  

„ყველაფერი თქვენს ირგვლივ, რასაც ცხოვრებას ეძახით, შექმნილია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც თქვენზე ჭკვიანები არ არიან ─ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ, ზეგავლენა მოახდინოთ მასზე და შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი საგნები, რასაც სხვები გამოიყენებენ.“


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სტივ ჯობსი