შინაარსზე გადასვლა

სტუმარ-მასპინძელი

ვიკიციტატიდან

სტუმარ-მასპინძელი — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პირველად გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაში“ 1893 წელს (№ 146, 149, 152). ხელნაწერში სათაურად ჰქონდა „ზვიადაური“. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.


  •  

ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლდეების ტახტითა.

  ციტატის წყარო: „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

  •  

სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა
დაფიქრებულის სახითა

  ციტატის წყარო: „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

  •  

წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.

  ციტატის წყარო: „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

  •  

წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი, ძლიერი.

  ციტატის წყარო: „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

  •  

მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!

  ციტატის წყარო: „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა